პატარა დელფინის ნახვას დელფინარიუმის სტუმრები, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, წარმოდგენის დროს შეძლებენ.
ბათუმის დელფინარიუმს ახალი ბინადარი შეემატა. როგორც დელფინარიუმის განცხადებაშია ნათქვამი, ახლად დაბადებული დელფინი დაახლოებით 12 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 75-80 სმ-ა.
„ჩვენს ერთ-ერთ ბინადარს მეტსახელად „ციცის“ ქალიშვილი შეეძინა. პატარას წონა დაახლოებით 12 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 75-80 სმ-ა. გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. შემდეგ კი პატარა დედის და მამის - „კაკოს“ სინქრონულად დაცურავდა. რამდენიმე საათის შემდეგ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი სავარაუდოდ 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. „ციცი“ მზრუნველი დედაა. მთელ დროს პატარას მოვლას უთმობს, თუმცა დროდადრო ახალშობილს იმავე აუზის ბინადარი, „მაია“ ზრუნავს. ის აქტიურად ეხმარება „ციცის“ შვილის მოვლა-პატრონობაში,“ - ნათქვამია დელფინარიუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.
პატარა დელფინის დაბადებამდე და განსაკუთრებით შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დელფინარიუმის თანამშრომლები უკვე 15 დღეა რაც საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. პატარა დელფინის ნახვას დელფინარიუმის სტუმრები, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, წარმოდგენის დროს შეძლებენ.