ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 20 » ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან    

03:02:24
ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან
ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან
უახლოეს მომავალში ლომების, სპილოების, ბეჰემოტებისა და ცხოველთა სამყაროს კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის ნახვა მხოლოდ დისნეის მულტფილმებსა და ზოოპარკებში იქნება შესაძლებელი. ველური ბუნების ფონდის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1970 წლიდან, გარეული ცხოველების პოპულაცია 52%-ით შემცირდა. ანგარიში Global Footprint Network-ისა და ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგად დამზადდა. აღსანიშნავია, რომ დროის იგივე მონაკვეთში, ადამიანთა რაოდენობა 3,7 მილიარდიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა.

ცხოველთა რიცხვის შემცირების ყველაზე მკვეთრი ტენდენცია ტროპიკებშია შესამჩნევი. მაგალითისთვის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გარეული ცხოველების რაოდენობა 83%-ით არის შემცირებული. წარმოგიდგენთ ცხოველებს, რომლებიც გადაშენების პირას დგანან. 

აფრიკული ლომი - განის ნაციონალურ პარკში, ბოლო 40 წლის განმავლობაში ლომების რაოდენობა 90%-ით შემცირდა. ითვლება, რომ მიზეზი ე.წ. ხალხის შურისძიებაა, ადამიანსა და ცხოველებს შორის არსებული კონფლიქტის გამო. 



ტყის სპილო - არსებული რაოდენობა 600 000
2002 წლიდან 2011 წლამდე, ტყის სპილოების რაოდენობამ 60%-ით იკლო. ძირითადი მიზეზი ბრაკონიერების საქმიანობაა, რომლებიც სპილოს ძვლის მოპოვებით არიან დაკავებულები. 



ბენგალური ვეფხვი- არსებული რაოდენობა 3200
ბოლო 100 წლის განმავლობაში ბენგალური ვეფხვების პოპულაცია თითქმის, მთლიანად განადგურდა. 1910 წელს მათი რაოდენობა 100 000 იყო, მაშინ როცა 2010 წელს მათი რაოდენობა უკვე 3200 სულს ითვლიდა. რაოდენობის მკვეთრი შემცირება ბრაკონიერებმა გამოიწვიეს, ასევე ცხოველის სასიცოცხლო გარემოს განადგურებამ.



დელფინები - შავ ზღვასა და პერუს სანაპიროებთან დელფინებზე ნადირობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში ახლა მათ მიზანმიმართულად არ კლავენ, ისინი ბადეებში იხლართებიან და გემების ძრავებში კვდებიან. 1960-იან წლებში მათი პოპულაცია კვეთრად შემცირდა ხმელთაშუა ზღვაში, მიზეზი ამ დრომდე უცნობია. იონის ზღვაში მათი რაოდენომა 1996-2007 წლებში 150-დან 15-მდე დაეცა. 



მარტორქები - მარტორქების პოპულაცია საშუალოდ 63%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი საფრთხე ამ ცხოველებისთვის მათ რქაზე არსებული მოთხოვნაა. 



ზღვის კუები - ყველაზე დიდი ზღვის კუები გაქრობის პირას არიან ატლანტის და წყნარი ოკეანის წყლებში. ლას-ბაულასის ნაციონალურ პარკში მათმა რაოდენობამ 1989 წლიდან 2002 წლამდე 95%-ით იკლო. მათი სიკვდილის მიზეზი კომერციული თევზჭერა და სანაპირო ზოლში არსებული მშენებლობებია. 



სელაპები - გარდა ბუნებრივი ეპიდემიებისა და ვირუსებისა, სელაპების სიკვდილის ძირითად მიზეზს ფერმერები და მეთევზეები წარმოადგენენ. მაგალითად, 2001-2006 წლებში სელაპების რაოდენობა 40%-ით შემცირდა. 



ბეჰემოტები - 2006 წლის მონაცემებით, ამ ცხოველების რაოდენობა აფრიკაში 125-150 ათასს შეადგენდა. ძირითად საფრთხეს მათთვის ნადირობა წარმოადგენს. კონგოს ნაციონალურ პარკში ნადირობის გამო, მათმა რაოდენობამ 29000-დან 1515-მდე დაიკლო. 



ალბატროსები - მათი რაოდენობის შემცირება ძირითადად თევზსაჭერ ბადეებში გახლართვასთანაა დაკავშირებული. ატლანტის ოკეანეში არსებულ კუნძულ ბერდზე მათი რაოდენობა 1972 წლიდან 2010 წლამდე 50%-ით შემცირდა. 


წყაროhttp://ambebi.ge
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 3274 | დაამატა: Admin | ტეგები: რომლებიც, იმყოფებიან, პირას, გადაშენების, ცხოველები | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 giorgi-480   (18.08.2015 20:41:50) [მასალა]
ეს ცხოველებიც თუ გადაშენდებიან მალე ჩვენც გადავშენდებით 02 02 02 88e73 88e73 ttyt

0   Spam
2 24   (24.12.2014 20:36:05) [მასალა]
210e 88e73 8e9df77

0   Spam
1 saiga   (22.12.2014 13:18:19) [მასალა]
02 02 02 457

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика