არასათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში პატრონს შინაურ ცხოველს ჩამოართმევენ, – ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია იმ კანონპროექტისა, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.
კანონპროექტი ცხოველების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით მკაცრდება ცხოველზე ძალადობის შემთხვევაში სასჯელიც.
არასამთავრობოების მიერ შემუშავებული კანონის პროექტის თანახმად მაწანწალა ცხოველებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ენიჭება, სწორედ სახელმწიფო იქნება ვალდებული მოუაროს უპატრონო ცხოველებს, გაასტერილოს და დაიცვას ისინი ძალადობისგან.
გამოუვალ შემთხვევებში, რომელშიც ერთ-ერთი ცხოველის მძიმე და განუკურნებელი დასნეულება შედის, მთავრობას მისი უმტკივნეულო დაძინების საშუალებას აძლევს.
სტრატეგიის მიხედვით დარეგულირდება იმ პირთა საქმიანობაც, ვინც ცხოველების გამრავლების ბიზნესით არის დაკავებული, მათ სპეციალური ლიცენზიის მოპოვება დასჭირდებათ.
ამავე კანონთან ერთად ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი ინიციატივაც. აღნიშნულის მიხედვით შინაური ცხოველი რომელიც ქუჩას ფეკალური მასით დააბინძურებს და პატრონი მას არ დაასუფთავებს 50 ლარით დაჯარიმდება.
ცხოველთა კეთილდღეობის ეროვნული სტრატეგიაზე მუშაობას პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დოკუმენტს უახლოეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.
წყარო: http://www.tzona.org/
|