მთავარი » 2014»მაისი»30 » ბაზიერლების ტრადიციული შეკრება გელათის მონასტერში
11:45:56
ბაზიერლების ტრადიციული შეკრება გელათის მონასტერში
[img]http://[/img]
.
მოგესალმებით ბაზიერელებო, 26 მაის ტრადიციისამებრ ბაზიერელები ვიკრიბებით გელათის მონასტერში, მადლობა უფალს რომ ესეთი ისტორიული და წმინდა ადგილი არის ჩვენი ნავსაყუდელი, ეს ის ადგილია სადაც მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი ხატია დაბრძანებული, კიდევ ერთხელ მოვილოცოთ და მადლი მივიღოთ , კიდევ ერთხელ გავიხაროთ ერთმანეთის ნახვით, კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ერთმანეთს გასული სანადირო სეზონის ემოციები და თავგადასავლები, კიდევ ერთხელ შენდობა ვსთხოვოთ უფალს. 26-ი მაისი ბაზიერის იუბილეც არის, ერთობაც არის, ეს ის დიდი დღეა, როდესაც გელათში ასული თითოეული ჩვენგანი მივალთ ჩვენს მფარველ ხატთან, ვთხოვთ მიტევებას ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის და კიდევ ერთხელ პირობას დავდებთ, რომ ვიზრუნებთ ვინადიროთ წესიერად, სინდისისა და ნამუსის კარნახით, კანონის დაცვით.
ესე კარგად , გემრიელად ჩავატარეთ ბაზიერის იუბილე, ავედით გელათში, ჩვენი მფარველი ხატის წინაშე სანთელი ავანთეთ, ბაზიერის მამაომ დალოცა ჩვენი საიტი ბაზიერი, ასევე დალოცა,კლუბი მონადირე, კლუბი ოჩოპინტრე და ყველა მონადირე მართმადიდებელი, დიდი მადლობა მამაო ესეთი თბილი მიღებისთვის, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. მართლაც არაჩვეულებრივი დღე იყო, ალბათ დადებენ ვიდეო მასალებსაც, სურათებსაც ველოდები, მაგრამ თითქოს მაინც რაღაც მშრალად ვუყურებთ ამ ყველაფერს, მე პირადად ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები ამდენი დადებითი და თბილი ემოციებით დატვირთული.... უუუხხხ თქვენ შემოგევლეთ ბაზიერელებო!!!!!!
დარჩა სამი დღე აქ არ გინდათ არ დაპოსტოთ... მოდიხართ თუ არ მოდიხართ, წუხილიც არ გამოხატოთ,"ზატო" კონჩიტა შეგიძლიათ დააკომენტაროთ, ფეისზე და ოდნოში... . მე სამი სიმი მყოფნის ფანდურის....!!!! რომ გამოვხატო ჩემი ქართული .
26 მაისს გელათში წამსვლელების საყურადღებოდ, შევიკრიბებით 2 საათისთვის ქუთაისში ქალაქის ცენტრში (თეატრის გვერდით)და 3 საათისთვის ავალთ გელათის მონასტერსში.
კაცებო მე ახალივარ კველა თქვენგაგანის გაცნობა მინდა მარა ასე არგამუა ძამა უფალის გვეშინოდეს ვის როის გაგვისკდება თოფი ღმერთმა იცის ბაზიერელების ძმობა უფრო მაგარი მეგონა და ვისაც ეკლესიაში მისვლის ეშინია ამ საიტიდან გევიდეს თანხაზე საუბარი არაა უბრალოდ მოსვლის სურვილი გამოთქვით. ჩემი აქ ყოფნის 42 დღე. ღმერთი გფარავდეთ ბაზიერელებო____ქარბორბალა____გურია.
ბიჭებო დღეს უკვე 11მაისის საღამოა და ასეთი აქტიურობით მართლა ვერაფერს მივაღწევთ. დროა უკვე შეკრებისათვის საჭირო დეტალებიც განვიოხილოთ და აქ კი აქტივობა ნულია........... +
რახდბება ძმებო რაღაც პასიურობაა მგონი და ამ მადლიან დღეს გელათში ასვლა ისედაც დიდი მადლია,ამასთანავე ბაზიერელების ტრადიციული შეკრება და მოლოცვა მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი ხატის.აბა ვისაც დრო გვექნება გელათში შევხვდებით
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!