დღეს 5 მარტს თბილისში,ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართა მონადირეთა მორიგი შეკრება სადაც საინიციატივო ჯგუფმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო ახალი კანონპროექტის შესაჩერებლად მომზადებული წერილი, რა თქმა უნდა იყო სრული ერთობა და ერთი აზრი მონადირეებს შორის არსებული პრობლემის გარშემო, ასევე კლუბების წარმომადგენლებმა(ლეგიონი, ოჩოპინტრე, მონადირე, ბაზიერი) ღიად და საჯაროდ გამოხატეს გვერდში დგომა ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურეს "მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის"მხარდაჭერა, ადგილზევე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომელიც არსებულ წერილს დაერთვება თან და შემდეგ გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებს... ჭირსა შიგან გამაგრება- ეხლა გვმართებს. . . . . .
მანადირე დმებო შევქნათ მონადირეთა რაგაც გაერთიანება,მონ კავშირის მსგავსი რომ ერთად დავდგეთ ხოლმე ასეტი პრობლემების წინაშე,ადვილად ვერ მოგვერევიან ბევრი რომ ვიქნებიტ გაერთიანებული.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!