ფორუმში, ამ ლინკზე შემოდით.
მოგესალმებით ბაზიერელებო, 26 მაის ტრადიციისამებრ ბაზიერელები ვიკრიბებით გელათის მონასტერში, მადლობა უფალს რომ ესეთი ისტორიული და წმინდა ადგილი არის ჩვენი ნავსაყუდელი, ეს ის ადგილია სადაც მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი ხატია დაბრძანებული, კიდევ ერთხელ მოვილოცოთ და მადლი მივიღოთ , კიდევ ერთხელ გავიხაროთ ერთმანეთის ნახვით, კიდევ ერთხელ გავუზიაროთ ერთმანეთს გასული სანადირო სეზონის ემოციები და თავგადასავლები, კიდევ ერთხელ შენდობა ვსთხოვოთ უფალს. 26-ი მაისი ბაზიერის იუბილეც არის, ერთობაც არის, ეს ის დიდი დღეა, როდესაც გელათში ასული თითოეული ჩვენგანი მივალთ ჩვენს მფარველ ხატთან, ვთხოვთ მიტევებას ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის და კიდევ ერთხელ პირობას დავდებთ, რომ ვიზრუნებთ ვინადიროთ წესიერად, სინდისისა და ნამუსის კარნახით, კანონის დაცვით.