ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » მარტი » 8 » საქართველოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა!    

21:36:09
საქართველოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა!
https://manifest.ge/main/item/1319
..


საქართველოს პრემიერ მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საქართვლოს გარემოსა და ბუნებრივი

რესურსების დაცვის მინისტრს

ბატონ გიგლა აგულაშვილს

საქართველოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა!

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივის

რესურსების დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ნადირობის შესახებ

კანონპროექტის განხილვა. აღნიშნულმა კანონპროექტმა, საქართველოს მონადირეთა

საზოგადოებაში გამოიწვია დიდი პროტესტი, რაც განპირობებულია მრავალი

ფაქტორით. ამ ფაქტორებიდან უმთავრესი და ყველაზე დამაფიქრებელია

სახელმწიფო რესურსების (მიწის, ტყის ფონდის, წყლის რესურსების) განაწილების

და გადაცემის საკითხი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილებით ,,2014-

2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის

დამტკიცების შესახებ", ცალსახად არის გამოკვეთილი ნადირობის, მონადირეების,

სანადირო რესურსების, მდგრადი მოპოვებისა და გამრავლების საკითხები.

ამასთან ერთად, იმავე დოკუმენტში მკაფიოდ არის განსაზღვრული სხვა

ბუნებრივი რესურსების მართვის ასპექტები, მათ შორის: მიწა, სასოფლო სამეურნეო

(მთისა და ბარის) საძოვრები, ტყისა და წყლის რესურსები, რომელიც

წინააღმდეგობაში მოდის წარმოდგენილ კანონპროექტთან. სტრატეგიაში მკაფიოდ

არის მითითებული, რომ „ჩამოსაყალიბებელია სათემო და/ან სატროფეო ნადირობის

კონცეფციები და მდგრადი ნადირობის სტრატეგია ... „დაინტერესებული მხარეების

მონაწილეობით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით უნდა

ჩამოყალიბდეს მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგია, ხოლო, შემდეგი

ნაბიჯი არის ნადირობის შესახებ კანონის ინიცირება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეისათვის წარმოდგენილი კანონპროექტი

წინ უსწრებს და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8

მაისის #434 დადგენილებით განსაზღვრულ გეგმას. კერძოდ, იმის

გათვალისწინებით, რომ საქართველოში ჯერ არ არის მოწესრიგებული სამონადირეო

სივრცე, შემოთავაზებული კანონპროექტი ახდენს ისეთი ცნებების ინიცირებას,

როგორებიცაა: სანადირო ტერიტორია და სანადირო ტერიტორიის მმართველი.

ამასთან, არ არის დაკონკრეტებული სანადირო ტერიტორიების განსაზღვრის და ამ

ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მკაფიო პრინციპები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის შესაბამისად, დღეს, საუბარი სანადირო

ტერიტორიების შესახებ, სანადირო მმართველების დანიშვნაზე, ფედერაციის

შექმნასა თუ სხვა მსგავს საკითხებზე წარმოადგენს არასწორი მენეჯმენტის

წარმოქმნის წინაპირობას.

ამასთან, საქართველოში დღეისათვის მოქმედი ნადირობის შესახებ

საკანონმდებლო ბაზის პირობებში საქართველოს მონადირეებს (საქართველოში

დღეისათვის ირიცხება დაახლოვებით 40 000 მონადირე, რომლებიც ნადირობენ

კანონის დაცვით და წარმოადგენენ სხვადასხვა პროფესიის, სრულწლოვან,

ჩამოყალიბებულ ამომრჩეველს) უწევთ კანონიერ ნადირობასა და „ბრაკონიერებას“

შორის არსებულ ძალიან ვიწრო ზღვარზე გავლა, რათა არ დაარღვიონ კანონი და

ინადირონ პატიოსნად, კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში. გარწმუნებთ, რომ

ნადირობის შესახებ აღნიშნული კანონპროექტის ამ რედაქციით მიღება

საქართველოს მონადირეების 80%-ზე მეტს ავტომატურად და უნებლიედ გადააქცევს

„ბრაკონიერად“, რაც საზოგადოებაში სოციალური და სხვა ტიპის დაპირისპირების

საფრთხეებს წარმოშობს.

ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მონადირეთა საზოგადოება

დაინტერესებულია სანადირო და ზოგადად, ბუნებრივი რესურსების მდგრადი

განვითარების კანონმდებლობის შემდგომი დახვეწით. საზოგადოება

დაინტერესებულია მოხდეს სფეროს სრული რეგულაცია, განისაზღვროს მონადირის

სტატუსი, ნადირობისთვის დასაშვები იარაღები თუ სხვა კონკრეტული საკითხები.

აქვე, გაცნობებთ, რომ კანონპროექტის განხილვების დროს, ცალკეულ

შემთხვევებში, არსებული რედაქციით გათვალისწინებული ცვლილებების, მათ

შორის, სანადირო ტერიტორიების შემოღების საჭიროების დასაბუთება ხდება

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, რაც არ

შეესაბამება სიმართლეს და მეტიც, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის საგარეო

პოლიტიკის პრიორიტეტების წარმატებით განხორციელების პროცესს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა :

1. შეჩერდეს გარემოსა და ბუნებრივის რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ

ინიცირებული კანონპროექტის განხილვა;

2. განისაზღვროს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ერთიანი

სტრატეგია ყველა ასპექტის გათვალისწინებით (სოციალური, ეკონომიკური,

პოლიტიკური, ეროვნულ-ტრადიციული და სხვ.);

3. ნადირობის შესახებ კანონპროექტის შემუშავება მოხდეს საქართველოს

მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #434 დადგენილების შესაბამისად (,,2014-2020

წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა

გეგმა“);

4. ზემოაღნიშნული სტრატეგიის შესაბამისად და საუკეთესო საერთაშორისო

პრაქტიკის გამოყენებით ჩამოყალიბდეს სათემო და/ან სატროფეო ნადირობის

კონცეფციები და მდგრადი ნადირობის ეროვნული სტრატეგია;

5. მოთხოვნების მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, თავიდან

შემუშავდეს კანონპროექტი ყველა დაინტერესებული მხარის ფართო

ჩარტულობით და შემდგომ მოხდეს მისი განხილვა საზოგადოებაში;

6. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ

შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების არცერთი რეგულაცია

კანონპროექტის ამ კონკრეტული რედაქციით მიღებას არ ითხოვს, შეწყდეს

ევროკავშირის მოთხოვნებით მანიპულაცია.

დანართი: ხელმოწერები

პატივისცემით,

საქართველოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი

წყაროhttp://ბაზიერი,bazieri.ge
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 2964 | დაამატა: krimanjuli | ტეგები: შეკრება, მონადირეთა, იპოდრომზე | რეიტინგი: 3.3/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 Hunter77   (13.03.2017 12:54:39) [მასალა]
კარგია ეს ყველაფერი მაგრამ რამდენად დააკმაყოფილდება ეს მოთხოვნა ეგაა მერე

0   Spam
3 okribeli   (09.03.2017 09:17:37) [მასალა]
ყოჩაღ კარგია,მაგრამ მეტი ხმები გვჭირდება გთხოვთ ბიჭებო დავირაზმოთ. 166

0   Spam
2 koba30   (08.03.2017 06:11:32) [მასალა]
166 166 166 10 10

0   Spam
1 tereos   (07.03.2017 10:57:57) [მასალა]
შესანიშნავი ენით და იურიდიულად გამართული დოკუმენტია. 10
კანონშემოქმედ ადამიანებსაც (ყველას არ ვგულისხმობ) მსგავსი ცოდნა და ინტელექტი რომ ჰქონოდათ ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდით.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика