სანთებელა Quitbit, რომელიც გადაგაჩვევთ მოწევას.
მოწევის გადაჩვევის სურვილის შემთხვევაში მთავარი არის თვითკონტროლი, მაგრამ ამას ვერ უმკლავდებიან ის მწეველები, რომლებიც მრავალი წელია ეწევიან სიგარეტს, მაგრამ თავის დანებებაში მათ დაეხმარებათ “ჭკვიანი” სანთებელა Quitbit, რომელიც შექმნილია სპეციალურად იმისათვის, რომ ეტაპობრივად გადააჩვიოს ხალხი მოწევას.
Quitbit-ის შემქმნელები მას ადარებენ ფიტნეს-სამაჯურს, რომლებიც პროგრამის დახმარებით, რომელიც სინქრონიზირდება კომპიუტერთან ან ტელეფონთან ხდება ჩვენი პერსონალური სპორტული მწრთვნელი. ასეა “ჭკვიან” სანთებელაზეც. Quitbit-ს მოყვება პროგრამული უზრუნველყოფა სმარტფონისთვის, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ პერსონალური გეგმა, თუ როგორ უნდა დაანებოთ თავი მოწევას, ხოლო თვითონ სანთებელა გახდება თქვენი “სამაჯური”.
ის მიადევნებს იმას, თუ რამდენჯერ და რამდენად ხშირად მოწევთ. ჩვეულებრივსამებრ მწეველი თვითონ ვერ იგებს თუ რამდენად სწრაფად აღწევს საზიანო ჩვევა მათ ცხოვრებაში, ხოლო პრობლემის მიხვედრა – ეს არის პირველი ნაბიჯი მათ გადასაწყვეტად.
“ჭკვიანი” სანთებელა Quitbit აღჭურვილია პატარა ეკრანით, რომელსაც შეუძლია ერთ დღეში მოწეული სიგარეტის რაოდენობის დათვლა.
Quitbit აღარ ირთვება მას შემდეგ რაც მისი მფლობელი გადააცილებს ერთ დღეში მოწეული სიგარეტის რაოდენობას.
ერთი სიტყვით ეს “ჭკვიანი” სანთებელა თავისით ვერ გადაგაჩვევთ მოწევას, მაგრამ ეს არის კარგი დამხმარე მათთვის ვინც ნამდვილად აპირებს ბრძოლის დაწყებას მავნე ჩვევის წინააღმდეგ.
წყარო: http://ucnauri.com
|