ეს შოკისმომგვრელი ისტორია გასული წლის მარტში მოხდა.
ამ 15 წლის ძაღლის, ფლაის მფლობელმა 33 წლის დევიდ ლოუ არ აჭმევდა ძაღლს და ვერ/არ აქცევდა ყურადღებას და ის მიიყვანა სიკვდილის პირას.
როდესაც ცხოველთა დაცვის საგენტომ იპოვა ფლაი ის მოსიარულე ჩონჩხს გავდა.
ასევე ძაღლს აბსცესი აღენიშნეოდა პირის არეში, ვეტერინარებმა შემდეგ თქვეს, რომ დიაბეტი ჰქონია ძაღლს.
ამჟამად ფლაის წონა 8 კილოგრამია, მაგრამ პოვნის დროს ის მხოლოდ 1 კგ გახლდათ, რაც კატასტროფულად დაბალია ნებისმიერი ძაღლისთვის.
ამ ძაღლის პატრონი, 33 წლის დევიდ ლოუ სასამართლოში გამოიძახეს, როგორც ცხოველისადმი უხეში/დაუდევარი მოპყრობისთვის, ფაქტობრივად ის მწამებელი გამოდის. მოკლედ ის დამნაშავედ ცნეს 5 პუნქტში და პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ადვოკატმა მოლაპარაკებებით მიაღწია ციხიდან გამოეშვათ და გადაეხადა თანხა ამის სანაცვლოდ. დევიდს ასევე დაეკისრა 4 წლის განმავლობაში ძაღლის კვების ხარჯების ანაზღაურება.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღაშფოთა დამსწრე საზოგადოება და დამნაშავე იძულებული გახდა გაქცეულიყო სასამართლოს დამთავრებისთანავე.
ვეტერინარმა ანგუს მაკკენზიმ განაცხადა, რომ ფლაი იყო ყველაზე გასაცოდავებული ძაღლი, რომელიც კი თავის 30 წლიანი კარიერის განმავლობაში შეხვედრია.