მთავარი » 2014»ივლისი»28 » სოფელ ოჯოლაში ჩუბინიძეების ოჯახს დათვი დაესხა თავს
20:34:09
სოფელ ოჯოლაში ჩუბინიძეების ოჯახს დათვი დაესხა თავს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლაში ჩუბინიძეების ოჯახს დათვი დაესხა თავს. როგორც ოჯახის უფროსმა განაცხადა , დათვმა მათი სახლის ეზოდან 100 კილომდე დედა ღორი გაიტაცა. მისივე თქმით, დათვს მეზობლებთან ერთად დაედევნა და ძებნის შემდეგ, სოფლის განაპირას ღორის ნარჩენები იპოვეს.
მსგავსი შემთხვევა მეზობელ სოფელ ლაშიაშიც მოხდა. დათვმა ორი კვირის წინ სოფლიდან მსხვილფეხა პირუტყვი გაიტაცა
სოფელს მოშორდები ერთი 4/5 კმ,ით არც ტყეში და არც მინდორში ტურის და მგლის ყმუილს ვერ გაიგებ თითქმის,სოფელში კი ვერ დაითვლის კაცი რამდენი ყმუის და რომელი მხრიდან არა.ჭკვიანები კი არიან მინდორში კურდღელი აღარ დარჩა შხამქიმიკატების "წყალობით" და სოფელS ი კი ბლომადაა შინაური ფრინველიც და ცხოველიც. იქნება ამ მთავრობამ მაინც მიიღოს საჭირო ზომები,მტაცებელი შინაურ ფრინველს და პირუტყვს ანადგურებს,გარეული ღორი კი სიმინდის ნათესებს
არ არის აუცილებელი მისი ლიკვიდაცია,ახალი გამოგდებული იქნება და რასაც წააწყდა ის შეჭამა(ერთხელ რომ დააფრთხონ აღარ გამოჩნდება).არ გამიკვირდება თუ მეზობელ სოფელშიც მისი ნამოქმედარი იქნება ან მისი ბუდობის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მტაცებლების გამრავლებამ იმდენად შეამცირა ტყეში საკვები რომ სოფელს აფარებენ თავს,და იმით იკვებებიან რასაც ნახულობენ,თან ორი წლის ბელს რომელიც დედას მოსცილდა მგლის ხროვის ეშინია,ადამიანთან ახლოს კი თავს ასე თუ ისე საფრთხოთ გრძნობს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!