გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მოქალაქე ნადირობდა ე.წ. მანოკის გამოყენებით. ამასთან, მან ვერ წარმოადგინა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და გადამფრენ ფრინველზე გარემოდან ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
დაილუქა ე.წ. მანოკი და იარაღი. შედგა შესაბამისი აქტი.
წყარო: http://ფეისბუქი
|