საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქ თბილისში მდინარე მტკვრის სანაპიროზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა. მოქალაქე ელექტროშუკური აპარატითა და თვითნაკეთი ელექტრო ხელსაწყოებით ახდენდა თევზის მასობრივ განადგურებას. სამართალდამრღვევს ჩამოერთვა უკანონოდ მოპოვებული 24 კგ ხრამულის სახეობის თევზი და თვითნაკეთი ხელსაწყოები.
მის მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქმე კი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შესაბამის ორგანოებს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში გარემოსდაცვითი კანონდარღვევის 1262, კერძოდ კი-უკანონო თევზჭერის 119 ფაქტი გამოვლინდა.
წყარო: http://moegovge
|