მთავარი » 2014»დეკემბერი»2 » MOE: მარნეულის მუნიციპალიტეტში თევზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინდა
01:12:04
MOE: მარნეულის მუნიციპალიტეტში თევზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდ. ხრამზე, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 14 კილოგრამამდე ხრამულის ჯიშის თევზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ უკანონო თევზჭერის იარაღები, ელექტროშოკური აპარატი და წყლის სატრანსპორტო საშუალება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება რაიონულ სასამართლოში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!