გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიება განახორციელეს.
სამტრედია-დაფნარის მონაკვეთში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს მდინარე რიონის აუზის - ზუთხის სატოფე ადგილები.
მოქალაქეებს მდინარეში ერთი ერთეული ჩასადგმელი იარუსი, 57 ერთეული „ საზუთხე ანკელარი", 7 ერთეული ხოლოხი ბადე, ასევე 20 ერთეული დიდი ზომის ნემსკავი(20მმ) ჰქონდათ ჩაგებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის უკანონო იარაღები მდინარიდან ამოიღეს.
წყარო: http://newposts.ge
|