ძაღლები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან. ამას ჩემი თქმაც არ სჭირდება! დარწმუნებული ვარ თქვენს უმრავლესობას უყვარს ძაღლები, ეს პოსტი კი უფრო მეტად შეგაყვარებთ მათ.
#10 Moose – უნიჭიერესი მსახიობი!
ძაღლები ცნობილები არიან თავიანთი ერთგულებით ადამიანების მიმართ, თუმცა ეს ძაღლი, სახელად მუსი, ცნობილია თავისი უდიდესი სამსახიობო ნიჭით. იგი JRT-ის(Jack Russell Terrier) ჯიშის იყო და ასრულებდა ედდი ქრეინის როლს კომედიურ სერიალ Fraiser-ში. იგი დაიბადა 1990 წელს, შობის დღეს, გრძელი და საინტერესო კარიერის შემდეგ, გარდაიცვალა 2006 წლის ივნისში.
იგი 6 თვის განმავლობაში იწვრთნებოდა, რათა მიეღო ედის როლი. ეს ძაღლი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ყველა მსახიობ ადამიანზე მეტი წერილი აქვს მიღებული ფანებისგან.
#9 ჰაჩიკო – ყველაზე ერთგული ძაღლი!
სურათზე ხედავთ იაპონურ აკიტას ჯიშის ძაღლს, სახელად ჰაჩიკო. მან ადამიანებს დაანახა, თუ როგორი ერთგული შეიძლება იყოს ძაღლი! მისმა პატრონმა, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, იგი აიყვანა ლეკვობის დროს.
დიდი ხნის განმავლობაში ჰაჩიკო თავის პატრონს შიბუიას მეტროს სადგურში ხვდებოდა. სამსახურიდან დაბრუნებულ პროფესორს ჰაჩიკო ყოველთვის ადგილზე ხვდებოდა. ეს გრაფიკი 1925 წელს დაირღვა, როდესაც პროფესორი აღარ დაბრუნებულა. პროფესორი მოულოდნელი ცელემბრალური დამბლით გარდაიცვალა. მომდევნო 9 წლის განმავლობაში, ჰაჩიკო ყოველდღე, ისევ იგივე დროს მიდიოდა მეტროს სადგურში და ელოდებოდა პატრონს.
თავიდან ხალხი ულმობლად ექცეოდა ჰაჩიკოს, არავის სიამოვნებდა მეტროში მოხეტიალე ძაღლის ხილვა. თუმცა 1932 წელს გაზეთში დაიწერა ჰაჩიკოს ისტორია. ამის შემდეგ უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან, კვებავდნენ და შეძლებისდაგვარად უვლიდნენ მას.
ამის შემდეგ ერთ-ერთმა სტუდენტმა ჰაჩიკოზე უამრავი სტატია დაწერა, იგი ძაღლს ყველაზე ერთგულ არსებად მოიხსენიებდა. სწორედ ამ დღიდან მიიჩნევდნენ ძაღლს ერთგულების სიმბოლოდ.
ალბათ ეს ისტორია ძალიან გეცნოთ, ეს იმიტომ რომ ჰაჩიკოს ისტორია უამრავი კულტურული ნამუშევრის მთავარი შთამგონებელი იყო. მათ შორის არის 2009 წელს გადაღებული რიჩარდ გერის კინო, სახელად: Hachi: A Dog’s Tale.
#8 საშუალოდ ძაღლის ჭკუა 2 წლის ბავშვის ჭკუის ტოლფასია
ადამიანის საუკეთესო მეგობარი, როგორც ჩანს ადამიანისგან ბევრ რამეს სწავლობს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლების უმრავლესობას 250-მდე სიტყვა ესმის, ასევე მრავალი ჟესტი და იციან 5-მდე თვლა(რა თქმა უნდა გონებაში). მათ ასევე შეუძლიათ ელემენტალური მათემატიკური კალკულაციების შესრულება. ტესტებით, რომლებიც გათვლილი იყო ადამიანებისთვის(ბავშვებისთვის), მათი ენის ცოდნის და ელემენტალური არითმეტიკის დონის გამოსავლენად,(ამ ტესტების ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით ძაღლებზე ჩატარებით) დამტკიცდა, რომ ძაღლებს ჯოხის მოტანაზე ბევრად მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ.
პროფესორი სტენლი ქორენის თქმით, საშუალოდ ძაღლებს 2 წლის ბავშვის გონება აქვთ.
#7 ადამიანზე დიდი ძაღლები!
დიდებებული ჯორჯი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი იყო. იგი 5 თვის ასაკში უკვე ნორმალური ლაბრადორის ხელა იყო და ყოველ დღე ნახევარ კილოგრამზე მეტით იზრდებოდა.
ახლა ჯორჯი 114 კილოგრამი და 2.1 მეტრია. იგი ერთი პერიოდი ყველაზე მაღალ ძაღლად მიიჩნეოდა, თუმცა გამოჩნდა მისი შემცლელი, 1 ინჩით მაღალი ძაღლი, სახელად ზევსი. ძაღლის სიგრძეს გინესის წიგნში შესატანად თათიდან მხრებამდე ზომავენ. ასეთი გაზომვით ჯორჯი 43(1.0922 მეტრი) ინჩი გამოდის, ხოლო ზევსი 44(1.1176 მეტრი).
როგორც გაარკვიეს, ჯორჯს, ანუ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ძაღლს ეშინია პატარა ჩიხუახუასი.
#6 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლი!
ეს Red Tibetan Mastiff-ის ჯიშის ძაღლი, სახელად Big Splash, არის ყველაზე ძვირადღირებული ძაღლი მთელს მსოფლიოში! 11 თვის ძაღლი ჩინელმა ბარონმა 1.6 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა.
#5 სამმა უპატრონო ძაღლმა 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა!
სერჟანტი დუკი და მისი ჯარისკაცები დაუმეგობრდნენ 3 ქუჩის ძაღლს ავღანეთში ყოფნის დროს. მათ ძაღლებს სახელები შეურჩიეს: Sasha, Target და Rufus.
ერთ ღამეს კამიკაძე ამ ჯარისკაცების დანაყოფისკენ იპარებოდა, ძაღლებმა როგორღაც იგრძნეს საფრთხის შესახებ და შენიღბულ კამიკაძეს ყეფა და კბენა დაუწყეს. ბომბა ჯარისკაცების მოშორებით აფეთქდა. მას საშა შეეწირა.
როდესაც დუკი ავღანეთიდან ბრუნდებოდა მას სურდა რუფუსის(მისი საყვარელი ძაღლის) თან წაყვანა, თუმცა ეს ეწინააღმდეგებოდა ჯარისკაცის წესებს. მიუხედავად ამისა დუკმა მიმართა ვეტერანების დახმარების ცენტრს, მათ სოციალური ქსელი Facebook-ის საშუალებით 21,000$ შეკრიბეს და რუფუსიც და თარგეთიც შტატებში ჩაიყვანეს დუკთან და ერთ-ერთ ჯარისკაცთან.
#4 ძაღლმა 6 წელი გაატარა პატრონის საფლავთან!
ეს არის კიდევ ერთი გულის ამაჩუყებელი ისტორია ერთგულ ძაღლზე. გერმანელი შეფარდი, სახელად კაპიტანი, თავისი პატრონის გარდაცვალების შემდეგ მის საფლავთან იწვა საღამოს 6 საათიდან.
მისი მფლობელი, მიგელ გუცმანი, 2006 წელს გარდაიცვალა. როდესაც ოჯახი დაკრძალვის საქმეებს აგვარებდა, ძაღლი გაუჩინარდა. დაკრძალვიდან 1 კვირის შემდეგ, როდესაც ნათესავები გუცმანის საფლავთან ავიდნენ, დაინახეს ძაღლი პატრონის საფლავის გვერდზე.
ნათესავები ამბობენ, რომ არავის მიუსწავლებია კაპიტნისთვის, თუ სად იყო თავისი პატრონის საფლავი. სასაფლაოს დარაჯი ამბობს, რომ ეს ძაღლი უკვე 6 წელია რაც საღამოს 6 საათზე ამოდის ამ სასაფლაოზე და იძინებს.
#3 ძაღლი რომელმაც 29 წელი იცოცხლა!
ბლუ(Blue) იყო ავსტრიელი "ლურჯი მოღალატე”(ჯიშის სახელი, ასვე ამ ჯიშს ეძახიან წითელ მოღალატეს). იგი 1910 წლის 7 ივნისს დაიბადა და გარდაიცვალა 1939 წლის 14 ნოემბერს. ეს ძაღლი გინესის წიგნის რეკორდსმენია. არ გეგონოთ რაიმე ჭორი, ეს ინფორმაცია სანდოა და ოფიციალურად არის დამტკიცებული.
#2 ოვერტონ ბრიჯი – ძაღლების სუიციდის ადგილი
ამ ხიდმა, რომელიც შოტლანდიაში არსებობს, მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო. 1950 წლიდან 1960 წლამდე, ყოველ თვე მინიმუმ 1 ძაღლი ხტებოდა ხიდიდან და კვდებოდა. წარსულში ხალხს ეს სუიციდი ეგონა, თუმცა ისინი ცდებოდნენ. მას შემდეგ რაც მედია დაინტერესდა ამ ამბით, ხიდზე ექსპერტები მიიწვიეს. დამთხვევა არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ყველა ძაღლი ერთი მხრიდან ხტებოდა. მშიერი ძაღლები ხიდიდან 15 მეტრით დაბლა მათი გაძლიერებული ყნოსვით ვირთხისა და წაულის(კვერნისებთა ოჯახის ძუძუმწოვარა ცხოველი) სუნს გრძნობდნენ. ისინი მათ მოსანადირებლად ხდებოდნენ და გაუაზრებლად მდინარეში ვარდებოდნენ. მხოლოდ რამოდენიმე გადაურჩა 15 მეტრიდან მდინარეში ჩავარდნას.
#1 ძაღლის უცნაური ჯიში
ეს არის ძაღლი, რომელიც ყმუის მგლების და კოიოტების მსგავსად, ღუნავს ხერხემალს როგორც კატა, შეუძლია ხეზე აძრომა და ღობეებზე ციყვივით ხტუნვა. იმ ადგილას, სადაც ეს ძაღლები არიან გავრცელებულები, ცივილაზაცია თითქმის არ არის. ხალხს არ აქვს ფოტოაპარატები და არ იციან თუ როგორ მოათვინიერონ ძაღლი. ამიტომ ძაღლის ეს ჯიში ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუკვლევ და გარეულ ჯიშად მიიჩნევა.