მთავარი » 2015 » მარტი » 26 » მაშველი ძაღლები
ძაღლებს ჰაერში არსებული სუნის მქონე მოლეკულების საშუალებით კვალის აღების უნიკალური უნარი აქვთ . ამიტომ მათ საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ უამინდობის დროს დაკარგული ადამიანების მოსაძებნად.
მაშველები მათი დახმარებით ადგენენ მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ადგილსამყოფელს და პოულობენ მატარებლების შეჯახებისას ვაგონებში ჩარჩენილ ხალხს.
სამთო მაშველი
სენბერნარს, რომელსაც ალპურ მასტიფსაც უწოდებენ, ყველაზე ხშირად იყენებენ სამთო საძიებო-სამაშველო სამუშაოებში. ეს ჯიში გამოიყვანეს X საუკუნეში შვეიცარიის მაღალ ალპებში, წმინდა ბერნარის მიერ დაარსებულ მენთონის მონასტერში. მართალია, თავდაპირველად მოდარაჯე ძაღლებად ჰყავდათ, მაგრამ მოგვიანებით მასტიფების გამოყენება დაიწყეს ზამთარში ახლომდებარე უღელტეხილის გადავლის მცდელობისას თოვლში ჩამარხული მგზავრების მოსაძებნად. ყნოსვის უნარის გასაუმჯობესებლად, მასტიფები ბლადჰაუნდებთან შეაჯვარეს და მიიღეს სენბერნარი _ ჯიში, რომელსაც დღეს ვიცნობთ.
მითი
სენბერნარები არასოდეს ატარებდნენ ბრენდით სავსე პატარა მათარებს გაყინული მგზავრების გასათბობად. ეს აზრი გავრცელდა მას შემდეგ, რაც დედოფალ ვიქტორიას საყვარელმა ანიმალისტმა მხატვარმა სერ ედვინ ლენდსირმა (1802-1873) მათარიანი ძაღლი გამოსახა ფერწერულ ტილოზე, რომელსაც უწოდა `ალპური მასტიფი შველის მოგზაურს~.
სიკვდილისგან მხსნელები
სენბერნარის სამთო-სამაშველო საქმიანაობა საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა. ყველაზე ცნობილი ძაღლი იყო ბარი, რომელმაც 1800-1812 წლებში 40 ადამიანის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან. სენბერნარები ოდესღაც ნიუფაუნდლენდებთან მეტისაციის გზით შეძენილ თვისებებს დღესაც მემკვიდრეობით იღებენ. ჩვენს დროშიც არსებობენ ინდივიდები, რომელთაც სხვებთან შედარებით სქელი და გრძელი ბეწვი აქვთ, რომლის წყალობითაც უკეთ ახერხებენ ალპების საშინელ სიცივეში გზის გაკვლევას. სენბერნარებს დაახლოებით 2000 დაკარგული მგზავრის გადარჩენას მიაწერენ. დღეს ეს ჯიში ამ მიზნისთვის აღარ გამოიყენება.
მოხალისეთა რაზმები
ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის მიმზიდველ მთიან რეგიონებში, სადაც ყოფნა გარკვეულწილად საშიშია, არსებობს მოხალისეთა სამთო-სამაშველო რაზმები საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლებითურთ. ისინი მზად არიან, ნებისმიერ ამინდში წავიდნენ დაკარგული ან გზააბნეული ადამიანის საპოვნელად; დაეხმარონ საავარიო-სამაშველო სამსახურებს უბედური შემთხვევების დროს. მაშველებად წვრთნიან რამდენიმე ჯიშის ძაღლს (არა ყოველთვის წმინდა ჯიშებს), ყველაზე ხშირად _ ლაბრადორ რეტრივერსა და ბორდერ კოლის.
მკაცრი წვრთნა
სამაშველო ძაღლების გაწვრთნა ძალზე რთულია. საჭირო სტანდარტის მისაღწევად, როგორც წესი, ამათ 2-3 წელი სჭირდებათ. თავიდან ძაღლი სწავლობს ადამიანის სუნის აღებას ჰაერიდან, შემდეგ მწვრთნელის წინ ხმამაღლა ყეფით წინ და უკან სირბილსა და სამაშველო რაზმისთვის გზის ჩვენებას დაკარგული ადამიანისკენ, რომელიც შეიძლება უგონოდ იყოს და დაძახება არ შეეძლოს. წვრთნის დროს `ნაპოვნი~ პიროვნება, თავის მხრივ, ძაღლს აქებს და ასაჩუქრებს.
სამუშაო
სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ძაღლმაც და მისმა ჰენდლერმაც რეგულარულად უნდა მიიღონ სათანადო შეფასებები. ასე მომზადებული ძაღლები წარმატებით მუშაობენ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დანგრეულ შენობებში ჩარჩენილი ადამიანების საპოვნელად. ასეთ რეგიონებში მაშველი მეძებრები თვითმფრინავით გადაჰყავთ. ისინი ნანგრევებშიც ისევე მუშაობენ, როგორც ღია ადგილებში – ადამიანებს ამონასუნთქი ჰაერის, აგრეთვე კანის უჯრედებისა და ოფლის განსაკუთრებული სუნის შეგრძნებით პოულობენ.
ზვავიდან გადარჩენა
1930-იანი წლების მიწურულიდან დღემდე შვეიცარიაში გერმანულ მეცხვარის ძაღლებს იყენებენ ზვავში ჩამარხულთა მოსაძიებლად. ახლა მთელ ალპურ რეგიონში ბევრგან ნახავთ მათ საწვრთნელ ცენტრებს.
დანაშაულის ადგილას
მეძებარი და მაშველი ძაღლები ზოგჯერ გვამებსაც პოულობენ, ამიტომ წვრთნის პროგრამით გათვალისწინებულია, ასწავლონ მოქცევა ასეთ შემთხვევებშიც, რათა არ გაანადგურონ დანაშაულის სამხილები. ზოგჯერ ძაღლსა და მის ჰენდლერს პოლიციაში იბარებენ ღია მიდამოში დაკარგული პიროვნების ძებნაში დასახმარებლად. ამ ძაღლებმა თოვლქვეშ მყოფი ადამიანის სუნის აღებაც კი უნდა შეძლონ.
ფრთხილად!
საგულდაგულოდ წვრთნა მნიშვნელოვანია ყველა შემთხვევაში, რადგან ორივეს _ ძაღლსაც და ჰენდლერსაც _ სახიფათო პირობებში უხდება მუშაობა.
რჩევა!
მკვეთრი შეფერილობის ჟილეტიანი ძაღლები ადვილად შესამჩნევია და მათი ამოცნობაც იოლ
წყარო : http://zooclub.ge
კატეგორია: ძაღლები |
ნანახია: 2310 |
დაამატა: Falconry
| ტეგები: მაშველი , ძაღლები
| რეიტინგი: 0.0 /0
მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
Comments display order:
By default
New comments first
Old comments first
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ონლაინში
საიტზე სულ: 32
სტუმარი: 32
მონადირე: 0