ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 15 » ნავთობი ჩვენი არსობისა...    

17:39:13
ნავთობი ჩვენი არსობისა...
ნავთობი ჩვენი არსობისა...
ნავთობი ჩვენი არსობისა...ნავთობით ყველაზე მდიდარი 10 ქვეყანა 

მსოფლიოში ძალთა განაწილებას დღეს დიდწილად ნავთობი განსაზღვრავს. თანამედროვე ცივილიზაციის ისტორიაში ის სიმდიდრისა და ძალაუფლების შეუცვლელი რესურსია. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა, ფაქტობრივად, ნავთობისთვის ბრძოლაა. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გაუმართლა ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიებზეც ნავთობის უდიდესი მარაგია თავმოყრილი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა არაბული ქვეყნების მაგალითზე, სადაც ხრიოკი უდაბნოები, ფანტასტიკური შემოსავლების წყალობით, აყვავებულ ოაზისებად აქციეს...

აშშ-ის მთავრობის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს (Energy Information Administration) შეფასებით პლანეტაზე ნავთობის დამტკიცებული საერთო მარაგი დაახლოებით 1.360 ტრილიონი ბარელია (ბარელი, უფრო ზუსტად, "ამერიკული სანავთობე ბარელი" ნავთობის მოცულობის განსაზღვრის საერთაშორისო ერთეულია და ის 42 გალონს ანუ 158.988 ლიტრს უტოლდება). 

ნავთობთან დაკავშირებული საერთაშორისო სტატისტიკა ყველაზე ხშირად სწორედ აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს და ასევე OPEC-ის მონაცემების საფუძველზე დგება, რადგან ეს მონაცემები ყველაზე სანდოდ მიიჩნევა.

ნავთობის ყველაზე დიდი მარაგების მქონე ქვეყნების ტოპ-ათეული, ბუნებრივია, გაცილებით სტაბილურია, ვიდრე მომპოვებელი ან მომხმარებელი ქვეყნებისა. თუმცა მას შემდეგ, რაც გლობალური დათბობის გამო არქტიკული ზონის ათვისება სულ უფრო რეალური ხდება და ნავთობმომპოვებელი პლატფორმები ჩრდილოეთის ზღვაში უფრო და უფრო მრავლდება, შესაძლოა ათეულში კარდინალური ცვლილებებიც მოხდეს. არქტიკულ ნავთობთან დაკავშირებით რუსეთი იარაღის ჟღარუნსაც არ ერიდება, თუმცა, ნორვეგია, გრენლანდიის მფლობელი დანია და კანადა უკან დახევას არ აპირებენ, მით უმეტეს, რომ მათ უკან აშშ დგას...  

ქვეყნების რეიტინგი ნავთობის მოპოვების მოცულობის მიხედვით, OPEC-ის 2011 წლის საბოლოო დაზუსტებული  მონაცემების, ე.წ. "საშუალო დღიური მოპოვების" საფუძველზეა შედგენილი. 

The Organization of the Petroleum Exporting Countries

ოპეკში (რომელსაც კარტელსაც უწოდებენ) ანუ "ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში" ამჟამად 12 ქვეყანა შედის: ირანი, ერაყი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, ვენესუელა, კატარი, ლიბია, არაბთა გაერთიანებული საამიროები (აგს), ალჟირი, ნიგერია, ეკვადორი და ანგოლა. შტაბბინა მდებარეობს ვენაში, 2007 წლიდან  მისი გენერალური მდივანია ლიბიელი აბდალა სალემ ალ-ბადრი. ოპეკი სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც ნავთობზე ფასების სტაბილიზაციის მიზნით შეიქმნა ბაღდადში 1960 წელს, ვენესუელის ინიციატივით და მასში თავიდან შედიოდა 5 ქვეყანა: ირანი, ერაყი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და ვენესუელა.

რუსეთი შარშანდელივით  პირველია, თუმცა სხვაობა მეორე ადგილზე მყოფ საუდის არაბეთთან ძალიან შემცირდა, რადგან რუსეთში ნავთობმოპოვების ზრდა 1,3% იყო, საუდის არაბეთში - 12,1%. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, არაბეთი რუსეთს გადაასწრებს და კვლავ რეიტინგის თავში დამკვიდრდება, რადგან რუსეთს ნავთობის მოპოვების ზრდის რესურსი აღარ აქვს. 

მოყვანილი მონაცემების ფონზე, ცხადია, ძალიან საინტერესოა, თუ რომელი ქვეყნებია მსოფლიოში წარმოებული ნავთობის ძირითადი მომხმარებლები. საერთოდ, ყოველდღიურად პლანეტის ყველა ქვეყანა ერთად 82,59 მლნ ბარელ ნავთობს მოიხმარს. ყველაზე დიდი მომხმარებელი, ბუნებრივია, აშშ-ია, რომლის ხარჯიც - 20,73 მლნ; მთელი ევროკავშირისასაც კი (14,68 მლნ) საგრძნობლად აღემატება. ხოლო ქვეყნების ათეულში, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტ ნავთობს მოიხმარენ, ცხადია, მხოლოდ განვითარებული ან უბრალოდ, დიდი ქვეყნებია: 1. აშშ - 20,73 მლნ; 2. ჩინეთი - 6,53 მლნ; 3. იაპონია - 5,58 მლნ; 4. გერმანია - 2,65 მლნ; 5. რუსეთი - 2,5 მლნ; 6. ინდოეთი - 2,45 მლნ; 7. კანადა - 2,29 მლნ; 8. სამხრეთ კორეა - 2,15 მლნ; 9. ბრაზილია - 2,1 მლნ; 10. საფრანგეთი - 1,97 მლნ.


ნავთობის ყველაზე დიდი მარაგების მქონე ქვეყნების ტოპათეული (ბარელი):

1. საუდის არაბეთი - 266,7 მლრდ
2. კანადა ------------ 178,59 მლრდ
3. ირანი ------------  138,4 მლრდ  
4. ერაყი ------------115 მლრდ
5. ქუვეითი ----------104 მლრდ
6. აგს ---------------97,8 მლრდ
7. ვენესუელა --------87,03 მლრდ
8. რუსეთი ----------60 მლრდ
9. ლიბია ------------41,5 მლრდ
10. ნიგერია ---------- 36,2 მლრდ


ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების 2011 წლის ტოპათეული (ბარელი):

1. რუსეთი - 3.686.5 მლნ (დღიური მოპოვება 10,1 მლნ) 
2. საუდის არაბეთი 
- 3.540.5 მლნ (დღიური მოპოვება 9,7 მლნ)
3. აშშ 
- 3.285 მლნ (დღიური მოპოვება 9,05 მლნ) 
4. ირანი 
- 1.496.5 მლნ (დღიური მოპოვება 4,1 მლნ)
5. ჩინეთი 
- 1.423.5 მლნ (დღიური მოპოვება 3,9 მლნ)
6. კანადა 
-1.168 მლნ (დღიური მოპოვება 3,2 მლნ)
7. მექსიკა 
- 1.095 მლნ (დღიური მოპოვება 3 მლნ)
8. აგს 
- 985.5 მლნ (დღიური მოპოვება 2,7 მლნ)
9. ბრაზილია 
- 912.5 მლნ (დღიური მოპოვება  2,5 მლნ)
10. ქუვეითი 
- 876 მლნ (დღიური მოპოვება 2,4 მლნ)


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 2600 | დაამატა: Admin | ტეგები: ჩვენი, ნავთობი, მარაგი, ქვეყ, სახელმწიფო, ოპეკი, ნები, არსობისა, ები, მოპოვება | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 tatomonadiremilanista   (16.09.2012 22:46:08) [მასალა]
10 ეგ ვიცოდი :D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика