ცხოვრება მშვენიერია, როდესაც გარს ერთგული ადამიანები გახვევია და შენს სიხარულს იზიარებენ. ზოგჯერ ისეთივე ემოციას იწვევს ცხოველების ერთგულება... ძალიან მიყვარს ძაღლები, ამიტომ ჩემმა მეუღლემ ერთ დღეს როტვეილერის ორი თვის ლეკვი მომიყვანა, სახელად ბალუ დავარქვი. ისეთი უსუსური იყო, რომ ჩემს კალთაში ეძინა, ბავშვივით ვუვლიდი. ერთი წლის შემდეგ შვილი შეგვეძინა. ბალუს იმდენად უყვარდა ჩვენი პატარა, რომ მის საწოლს არ შორდებოდა, იქვე იძინებდა. ჩემ გარდა ბავშვთან ახლოს არავის უშვებდა, თვითონვე ეთამაშებოდა. ასე გავიდა ბედნიერების ორი წელი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთმა დღემ თავდაყირა დააყენა. ნოემბრის თვე იყო, გიორგობის აღსანიშნავად რაიონში ნათესავთან გავემგზავრეთ. იქ კარგად ვიმხიარულეთ. ვერც კი წარმოვიდგენდით, მეორე დღეს რა უბედურება გველოდებოდა. იქიდან რომ ვბრუნდებოდით, ავტოავარია შეგვემთხვა. მე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადამიყვანეს, ჩვენი შვილი, ჩვენი ბიჭუნა კი ადგილზე გარდაიცვალა.
ვეფხისტყაოსანი — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემა.
შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ,
ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი —
არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად
დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით
სამების საკათედრო ტაძარში ყოველ დღე, საღამოს 19.00 საათზე პარაკლისი ჩატარდება. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საჭიროა ლოცვა გაძლიერდეს და აღნიშნული გადაწყვეტილებაც ამისთვის იქნა მიღებული.
უნიკალური კადრები გადაიღეს აფრიკაში. დედა ლომი თავის ბოკვერებთან ერთად
მიუახლოვდა მდინარეზე გადასასვლელს, სადაც ნიანგი იყო ჩასაფრებული. თავისი
ნაშიერების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ლომმა სასტიკი ბრძოლა გააჩაღა
ნიანგთან და საბოლოო ჯამში მოახერხა მაინც შვილების გადაყვანა მდინარეზე.
დედას ყოველთვის უყვარს თავისი პატარა. რა თქმა უნდა ყველგან არის
გამონაკლისი, თუმცა გამონაკლისები ძირითადად ადამიანებში გვხვდება და არა
ცხოველებში, თვით ყველაზე დაუნდობელ მხეცსაც კი უზომოდ უყვარს თავისი
პატარა და მის გადასარჩენად სიცოცხლესაც არ იშურებს. სამწუხაროა, რომ
ადამიანებში დედობრივი ინსტინქტი ყოველთვის არ იმარჯვებს.
მეოცე
საუკუნის ბოლოს ერთი შოტლანდიელი გლეხი სახლში ბრუნდებოდა, როცა მოესმა
ბავშვის შემზარავი ყვირილი, ბავშვი შველას ითხოვდა . გლეხი გაიქცა იმ
მიმართულებით სადაც ყვირილი ისმოდა და დაინახა ბავშვი, რომელიც ჭაობში
იხრჩობოდა. გამწირული ბავშვი ცდილობდა ამოსულიყო, მაგრამ ყოველი
მოძრაობისას პირიქით, სულ უფრო და უფრო ჭაობის ლაფში იძირებოდა.
58 წლის ალან ფრიდმანი გატაცებულია ასტრონომიითა და ფოტოგრაფიით, მისი
ძირითადი შემოსავლის წყარო მისალოცი ბარათების ბეჭდვაა. ალანს სახლის უკანა
ეზოში საკუთარი ტელესკოპი აქვს, რომლის საშუალებითაც მან შეძლო მზის
გასაოცარი ფოტოები გადაეღო. ასეთი ფოტოები აქამდე ჰაბლსაც კი არ გადაუღია.
ეს საოცარი "ორქიდეა მაიმუნი" საიდუმლოდ არის გადამალული თვალისთვის
მიუწვდომელ სამხრეთ-აღმოსავლეთი ეკვადორის და პერუს ღრუბლიან ტყეებში,
რომლებიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!