ეს საოცარი "ორქიდეა მაიმუნი" საიდუმლოდ არის გადამალული თვალისთვის
მიუწვდომელ სამხრეთ-აღმოსავლეთი ეკვადორის და პერუს ღრუბლიან ტყეებში,
რომლებიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა.
57 წლის მოყვარულმა ფოტოგრაფმა და ყვავილების კოლექციონერმა იერკია შულცმა მოახერხა რამოდენიმე გასაოცარი სურათის გადაღება.
ორქიდეის სამეცნიერო სახელია "Dracula Simia" რაც სიტყვა სიტყვით
"პატარა დრაკონს" ნიშნავს. სახელი "ორქიდეა მაიმუნი" კი შეარქვეს
ყვავილების მაიმუნის სახესთან საოცარი მსგავსების გამო. იგი
შიძლება იყოს მონაცრისფრო ვარდისფერიდან მოწითალო ფერამდე. სახეობათა
მთელი სპექტრი არის გავრცელებული ევროპაში, რუსეთში, მცირე აზიაში და
ირანში. აღსანიშნავია, რომ ეს ყვავილი თავისი ლამაზი და განსაკუთრებული
შესახედაობის მიუხედავად გამოირჩევა არცთუ სასიამოვნო სურნელით, რომელიც
განავლის სუნის მსგავსია...
წყარო: http://intermedia.ge
|