ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 10 » ყველიერის კვირიაკე...    

21:47:30
ყველიერის კვირიაკე...

5. მიტევება (ყველიერის კვირიაკე)

ახლა უკვე რამდენიმე დღეღა დარჩა დიდი მარხვის დასაწყისამდე. უკვე ხორციელის შვიდეულის განმავლობაში, რომელიც მიტევების კვირიაკით მთავრდება, ორი დღე - ოთხშაბათი და პარასკევი - უკვე თითქოსდა ცალკე დგას, ეს უკვე სრულიად „სამარხვო" დღეებია: ამ დღეებში, ღვთისმსახურების ტიპიკონის მიხრდვით, აკრძალულია საღვთო ლიტურგიის აღსრულება და მთელ ღვთისმსახურებას უკვე დიდი მარხვის ნიშანი ატყვია. ოთხშაბათს მწუხრის ლოცვაზე იგალობება მშვენიერი სტიქარონი, მარხვის შესაგებებლად:

აღმობრწყინდა სუნნელი არე მარხვის წმიდისა, და ყუავილი სინანულისაჲ, ძმანო, აწ უკუე განვიწმიდნეთ თავნი თჳსნი ყოველთა ბიწთა და შეგინებათაგან, და ნათლის მომცემელს უგალობდეთ და ვთქუათ: დიდებაჲ შენდა, მხოლოო სახიერ და კაცთმოყვარე.
დადგა სურნელოვანი გაზაფხული  წმიდა მარხვისა; აღმოცენდა ყვავილი  სინანულისა; ძმანო, ყოველგვარი  სიბილწისაგან განვიწმიდოთ თავი;  ნათლის მომცემელს (ღმერთს) უგალობოთ და ვთქვათ: დიდება შენდა,  კაცთმოყუარეო!

ყველიერის შვიდეულის შაბათი ეძღვნება ხსენებას „მამათა და დედათა, მარხვითი მოსაგრეობით ცხოვნებულთა": წმინდანები, რომელთა მაგალითს ჩვენც უნდა მივსდიოთ, გვასწავლიან ძნელ გზას, მარხვისა და სინანულის ძნელ ხელოვნებას. ჩვენ მარტონი არა ვართ მარხვის დასაწყისში: „განვადიდებთ წმინდა მამათა კრებულს! ანტონი დიდს, ექვთიმე დიდსა და ძმათა მათთა, რომელთაც თავიანთი ცხოვრების გზა განვლეს სამოთხის სიტკბოების მსგავსად..."

ჩვენ გვყავს შემწენი და სანიმუშო ადამიანები:

„ჩვენ მოწიწებით ვეპყრობით თქვენს მაგალითს, წმინდა მამებო! თქვენ გვასწავლეთ ჭეშმარიტი გზა, კურთხეულ ხართ თქვენ, რადგან იღვაწეთ ქრისტესთვის..."

და ბოლოს დგება უკანასკნელი დღე, რომელსაც მიტევების კვირიაკეს უწოდებენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი სხვა, ლიტურგიკული სახელწოდებაც: „ადამის ექსორობაჲ" (სამოთხიდან განდევნა ადამისა). ეს სახელწოდება მართლაც რომ მარხვისათვის მზადების შეჯამებაა. ახლა ვიცით, რომ ადამიანი სამოთხეში საცხოვრებლად იყო შექმნილი, რათა ეცნო ღმერთი და მასთან ჰქონოდა ურთიერთობა. ცოდვამ მოსწყვიტა იგი ამ ნეტარ ცხოვრებას და მისი დედამიწაზე არსებობა დევნილებად იქცა. ქრისტე, ქვეყნიერების მაცხოვარი, უხსნის სამოთხის კარს ყველას, ვინც მას მისდევს, ეკლესია კი ღვთის სასუფევლის მშვენიერებას გვიჩვენებს და ჩვენს ცხოვრებას ზეციურ სამშობლოში მოგზაურობად აქცევს. ამგვარად, დიდი მარხვის დასაწყისში ჩვენ ვემსგავსებით ადამს:

განიდევნა ადამ სამოთხისაგან გემოჲსხილვითა მით ხისაჲთა, და მჯდომარე წინაშე ედემისა, ჰგოდებდა ჴმითა საწყალობელითა და იტყოდა: ჵ რაჲღა შემემთხუა უბადრუკსა; ერთი მცნებაჲ შეურაცხ-ვყავ მეუფისაჲ, და ბევრეულთა კეთილთაგან გამოვიჴუ. სამოთხეო უწმიდესო, ჩემთჳს დასხმულო, და ევაჲს მიერ დაჴშულო, ვითარ-მე გტიროდე შენ, ანუ ვინღა მომცეს მე ყუავილთაგან შენთა განძღომა! ამისთჳსცა მაცხოვარმან ჰრქუა მას: ქმნილისა მის ჴელთა ჩემთაჲსა არა მნებავს წარწყმედაჲ, არამედ ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ, რამეთუ, რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე.
ცნობადის ხის ნაყოფის გემოს გასინჯვით ადამი განიდევნა სამოთხიდან. ედემის წინაშე მდგომარე საცოდავი ხმით ქვითინებდა და ამბობდა: „ოჰ, ეს რა შემემთხვა მე უბედურს! მეუფის (ღმერთის) ერთი მცნება დავარღვიე, და ამით მრავალ სიკეთეს მოვაკლდი. წმინდა სამოთხევ, ჩემთვის გაგაშენა ღმერთმა, და ევას გამო ჩემეკეტა კარი; ვინღა მომცემს ნებას, კვლავაც დავტკბე შენი ყვავილებით!" მაცხოვარმა კი ანუგეშა ადამი: „არ მსურს ჩემი ქმნილების დაღუპვა, არამედ ცხოვრება და ჭეშმარიტების შემეცნება; ვინც ჩემთან მოვა, არ გავაძევებ გარეთ".

მარხვა გვათავისუფლებს ცოდვის მონობისგან, „სოფლისა ამის" ტყვეობისაგან. მაგრამ უკანასკნელი კვირის სახარების საკითხავი ამ განთავისუფლების პირობებზე მოგვითხრობს (მ. 6,14-21). პირველი პირობამარხვაა: უარი უნდა ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენი დაცემული ბუნების სურვილები და მოთხოვნები ნორმალურად მივიჩნიოთ. უნდა ვეცადოთ, გავათავისუფლოთ ჩვენი სული ხორცისა და მატერიის დიქტატისაგან. მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი მარხვა ნაღდი, ნამდვილი იყოს, იგი არ უნდა იყოს გარეგნული, „საჩვენებელი". ჩვენ მარხულნი უნდა გამოვჩნდეთ არა კაცთა წინაშე, არამედ ჩვენი მამის წინაშე, რომელიც თვითონაა დაფარული. მარხვის მეორე პირობა მიტევებაა. „უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მ. 6,15). ცოდვის ზეიმი, მისი ამა სოფლად ბატონობის მთავარი ნიშანი არის მტრობა. უთანხმოება, ცილობა და სიძულვილი. ამიტომ ცოდვის სიმტკიცის პირველი შერყევაა მიტევება: უნდა დავუბრუნდეთ ერთობას, თანხმობასა და სიყვარულს. ღვთის გასხივოსნებული მიმტევებლობა ინათებს ჩემსა და ჩემს „მტერს" შორის, თუ ვაპატიებ. მიტევება ადამიანური ურთიერთობის ყველა ანგარიშგების უარყოფასა და მისი ქრისტესადმი გადაბარებას ნიშნავს. მიტევება ღმრთის სასუფევლის ნამდვილი ძლევამოსილი შეღწევაა ჩვენს დაცემულსა და ცოდვილ ქვეყნიერებაში.

დიდიმარხვა რეალურად ამ კვირადღის მწუხრის ლოცვიდან იწყება. და სწორედ ამ თავისი ღრმა მნიშვნელობით ერთადერთსა და მშვენიერ მწუხრს ჩვენს მრავალ ეკლესიაში არ იხდიან! მაგრამ ამ მწუხრზე უკეთესად არაფერი გვიჩვენებს დიდი მარხვის „განწყობას" მართლმადიდებელ ეკლესიაში, მასზე უკეთესად არაფერს შევყავართ მარხვის მოსაგრეობაში. არსად ასე არ იგრძნობა მარხვის ღრმა მოწოდება ადამიანის მიმართ.

ღვთისმსახურება იწყება როგორც სადღესასწაულო მწუხრი. ღვთისმსახურებს ნათელი შესამოსელი მოსავთ. დასდებელი „უფალო ღაღადვყავსა ზედა" მომავალ მარხვას გვაუწყებს, მის შემდეგ კი - აღდგომის დღესასწაულის მოახლოებას:

ბრწყინვალედ შევიტკბოთ მარხვა, ჰოჲ ძმანო, და ღუაწლთა ძლიერთა ვიწყოთ მოსწრაფედ, და წმიდა-ვყოთ სული ჴორცთა თანა, და ვიმარხოთ ჩუენ ყოველთავე ვნებათაგან, ვითარცა-იგი ჭამადთაგან ვიმარხავთ, და ვიშუებდეთ სათნოებათა შინა ღმრთივსულიერთა, რომელთა მიერ ღირს-ვიქმნეთ ხილვად ყოვლადწმიდათა ვნებათა ქრისტეს მჴსნელისათა, და ცხოველსმყოფელსა და დიდებულსა აღდგომასა მისსა, და სულიერად ვიხარებდეთ, და ვდღესასწაულობდეთ ზეცისა ძალთა თანა, განშუენებულნი სინანულითა.
ბრწყინვალედ დავიწყოთ მარხვის ჟამი, ძმებო; ვესწრაფოთ სულიერ ღვაწლს; განვიწმიდოთ სული და ხორცი; თავი შევიკავოთ არა მართო საჭმელთაგან, არამედ ყოველგვარი ვნებისაგანაც; დავტკბეთ სულიერი სათნოებით, და, მათ მიერ სრულქმნილნი, ღირსი გავხდეთ ქრისტე მაცხოვრის ვნებისა და მისი დიდებული და ცხოველმყოფელი აღდგომის ხილვისა; მოვიპოვოთ სულიერი სიხარული და, სინანულის საკმაულით გამშვენებულთ, ვიდღესასწაულოთ ზეცის ძალებთან ერთად.

ამას, ჩვეულებრივ, მოსდევს შესვლა და „ნათელო მხიარულოს" გალობა. ამის შემდეგ მღვდელი ადის მაღალ დასაჯდომელზე ტრაპეზის მახლობლად და აცხადებს მწუხრის წარდგომას, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ერთი დღის დასასრულსა და მეორის დასაწყისს. ამ მწუხრის ჟამს მარხვის დასაწყისს გვაუწყებს დიდი წარდგომა:

ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი, მოხედენ სულსა ჩემსა, და განარინე იგი.
ნუ შეიბრუნებ პირს შენი მონისაგან, უფალო, რადგან შეჭირვებული და მწუხარე ვარ; მსწრაფლ შეისმინე ჩემი, მოხედე ჩემს სულს და გადაარჩინე იგი.

დაუკვირდით ამ გალობის განსაკუთრებულ ჰანგს, სულის ამ ძახილს, რომელიც უეცრად ავსებს ეკლესიას - „შეჭირვებული და მწუხარე ვარ", - და მიხვდებით დიდი მარხვის საწყის წერტილს, სასოწარკვეთილებისა და იმედის, სიბნელისა და ნათლის იდუმალ ნარევს. სამზადისი დასრულებულია. მე ვდგავარ ღვთის, მისი სასუფევლის დიდებისა და მშვენიერების წინაშე. მე შეგნებული მაქვს ჩემი სიახლოვე ამ სასუფეველთან, მეგნებული მაქვს, რომ სხვა სახლი, სხვა სიხარული და სხვა მიზანი არ გამაჩნია. მაგრამ მე ისიც მაქვს მეგნებული, რომ განდევნილი ვარ ამ სასუფევლიდან ცოდვის სიბნელესა და სევდაში. ამიტომაც ვგლოვობ! და საბოლოოდ, მე შეგნებული მაქვს, რომ მხოლოდ ღმერთს ძალუძს ამ გლოვაში ჩემი შეწევნა, მხოლოდ მას შეუძლია ჩემი სულის ხსნა და ცხოვნება. სინანული კი უპირველეს და უმეტეს ყოვლისა არის ამ საღვთო შეწევნის თავგანწირული ვედრება.

წარდგომა ხუთგზის მეორდება. და აჰა, დიდი მარხვაც დადგა! ნათელი სამოსი შავი სამარხვო სამოსით იცვლება, ქრება ტაძრის კაშკაშა განათება. როცა მღვდელი ან დიაკონი მწუხრის კვერექსს იწყებენ, მგალობელნი უკვე სამარხვო ხმაზე პასუხობენ. პირველად იკითხება ეფრემ ასურის სამარხვო ლოცვა დიდი მეტანიებით. ღვთისმსახურების ბოლოს მლოცველები მიტევების თხოვნით ჯერ მღვდელთან მიდიან, შემდეგ კი ერთმანეთს სთხოვენ მიტევებას. ამ დროს, როცა ეს „მიტევების" წესი სრულდება, რადგანაც სწორედ ამ სიყვარულის, ერთიანობისა და ძმობის აქტით იწყება დიდი მარხვა, გუნდი სააღდგომო საგალობლებს გალობს. წინ გვიდევს ორმოცდღიანი გზა მარხვის უდაბნოში, მაგრამ ამ უდაბნოს ბოლოს უკვე ბრწყინავს სააღდგომო ნათელი, ქრისტეს სასუფევლის ელვარება.




წყაროhttp://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva2.htm
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1806 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: ყველიერის, კვირიაკე | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика