1)მე ვიცხოვრებ მხოლოდ 10 წელი. ნებისმიერი განშორება შენთან ტკივილს მომანიჭებს. დაფიქრდი სანამ ჩემს აყვანას გადაწყვეტ.
2)ეცადე მომცე დრო დასაფიქრებლად, რომ გავიგო რას ითხოვ ჩემგან.
3)ეცადე ჩემში შენდამი ნდობა გამოამუშაო-მე ვიცხოვრებ ამ გრძნობით.
4)დიდი ხნით ნუ გამიბრაზდები და დასჯის მიზნით ნუ ჩამკეტავ. შენ ხომ
სამსახურიც გაქვს, მეგობრებიც გყავს, მე კი მხოლოდ შენ მყავხარ.
5)დროდადრო დამელაპარაკე. მართალია მე ვერ ვიგებ შენს ყველა სიტყვას, მაგრამ შენი ხმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
6)გახსოვდეს, მე არასოდეს დავივიწყებ როგორ მექცევიან.
7) იქამდე სანამ დამარტყამ დაფიქრდი, მე ხომ შემიძლია კბილებით ადვილად დაგიგლიჯო ხელი, მაგრამ ამას არასოდეს გავაკეთებ.
8) იქამდე სანამ დაასკვნი რომ მე გავზარმაცდი და აღარ ვასრულებ
ბრძანებებს დაფიქრდი, იქნებ საჭმელი ჩემთვის შესაფერისი არ არის, ან დიდი
ხანია მზეზე არ ვყოფილვარ, ან იქნებ ჩემი გული უკვე დაბერდა?
9) იზრუნე ჩემზე როცა დავბერდები, შენც ხომ ოდესმე მოხუცი იქნები.
10) ნებისმიერ რთულ საქმეში ჩემს გვერდით იყავი. არასოდეს იხელმძღვანელო
ასეთი ფრაზებით: "მე ამას ვერ ვუყურებ", ან "ეს გააკეთეთ როცა მე არ
ვიქნები". შენს გვერდით მე ყველაფრის ატანა გამიადვილდება.
წყარო: http://intermedia.ge
|