ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ხე-ტყის დამზადების,ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესებში ცვლილებები შეიტანა.
კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში 2013 წლის 25 თებერვლიდან სავალდებულოა: „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის" გამოწერა;
მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით; 2013 წლის 25 თებერვლიდან აკრძალულია არამარკირებული, უფირნიშო ხე-ტყის ტრანსპორტირება და სახერხ საამქროში შეტანა-გადამუშავება. იხილეთ ცვლილებების სრული ტექსტი: მინისტრის ბრძანება #14 "საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" 24.06.2011 #96 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | | 2013 წლის 20 თებერვლიდან სავალდებულოა სახერხი საამქროს ელექტრონული რეგისტრაცია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართზე: www.portal.anr.ge მიუხედავად იმისა, მოქმედია სახერხი საამქრო თუ არა; ამასთან, სახერხები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ბაზაში, ვალდებულნი არიან ხელახლა გაიარონ რეგისტრაცია.
|