მთელ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მობინადრე ეს მომცრო, ერთი შეხედვით მოუქნელი და ბაჯაჯგუნა ცხოველი - "რატელი" ერთდროულად კვერნას, მაჩვსა და სამურავს წააგავს. სხვადასხვა ქვეყანაში მას "ძაღლის დათვს", "მელოტ მაჩვს", უფრო ხშირად "მეთაფლე მაჩვს", ან უბრალოდ, "თაფლიჭამიას" უწოდებენ. მაგრამ მისმა სახელწოდებამ არავინ უნდა შეაცდინოს, რადგან ეს უცნაური არსება ოფიციალურად დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე მძვინვარე და უშიშარი მხეცია, რომლის გულსაც აფრიკულ ტომებში "ვაჟკაცობის მოსამატებლად" მიირთმევდნენ!