მთავარი » 2012»ოქტომბერი»1 » საქართველოში ხვალ, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
01:04:56
საქართველოში ხვალ, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
საქართველოში ხვალ, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
საქართველოში ხვალ, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 84 საარჩევნო ოლქი, 3 668 ჩვეულებრივი და 71 გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბანი იმოქმედებს. უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყება, 20:00 საათზე კი კენჭისყრა დასრულდება და უბნები დაიხურება.
1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 14 პოლიტიკური პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ესენია: პ/გ "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო" (საარჩევნო ნომერი 1), ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" (საარჩევნო ნომერი 4), ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს" (საარჩევნო ნომერი 5), "სამართლიანი საქართველოსთვის" (საარჩევნო ნომერი 9), ბლოკი "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" (საარჩევნო ნომერი 10), "სახალხო მოძრაობა" (საარჩევნო ნომერი 17), "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა" (საარჩევნო ნომერი 19), პ/გ "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი" (საარჩევნო ნომერი 23), პ/გ "ახალი მემარჯვენეები" (საარჩევნო ნომერი 24), "სახალხო პარტია" (საარჩევნო ნომერი 26), "მერაბ კოსტავას საზოგადოება" (საარჩევნო ნომერი 30), "მომავალი საქართველო" (საარჩევნო ნომერი 35), "საქართველოს მშრომელთა საბჭო" (საარჩევნო ნომერი 36), "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" (საარჩევნო ნომერი 38), "საქართველოს სპორტსმენთა კავშირი" (საარჩევნო ნომერი 40) და საარჩევნო ბლოკი - "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" (საარჩევნო ნომერი 41).
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილების საშუალება საქართველოს 42 613 მოქალაქეს ექნება. ყველაზე მეტი - 4 საარჩევნო უბანი საბერძნეთში გაიხსნება, სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, 3-3 უბანი თურქეთსა და უკრაინაში, 2-2 - აშშ-სა და ესპანეთში ამოქმედდება. საარჩევნო უბნები ასევე იქნება ვენაში, ბაქოში, ტალინში, ლონდონში, რომში, ვარშავაში, ერევანში, ოდესაში, დონეცკში, ბერნში, პრაღაში, ოტავაში, ბუდაპეშტში, ლისაბონსა და სხვა ქალაქებში.
ქვეყნის მოსახლეობა მე-7 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს 4 წლის ვადით აირჩევს. პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, რომელთა შორის 75 პროპორციული საარჩევნო სისტემის, 75 კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა. კანონის თანახმად, მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლის მინიმუმ 30%-ის მხარდაჭერა უნდა მიიღოს, რათა პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდეს.
არ უნდა მოვიდეს და ძლიერი ოპოზიცია უნდა იყოს ხალხისთვის ასე უნდა მომხდარიყო ახლა ოპოზიციაც ნორმალური იქნება და არა ისეთი მიკერძოებული ახლა ესენი შეუჩიჩხინებენ და დანაპირებიც წამოვა არ წამოვა და ყველას ჭკუის სასწავლებეია ეს არჩევნები, მტავარია ქართველი ხალხი მოვიდეს აზრზე და ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს რას ქვია ნაციონალი და მეოცნებე საქარტველო ყველასია და ყველას უნდა მიეხედოს, სამასი მილიონია ამერიკელი მარა ნახევარი ერტს ირცევს ნახვარი მეორეს გამარჯვებული ერთია და ეს იმსა არ ნიშნავს ერთმა ნახევარმა ტავი დამნასავედ იგრძნოს და იშიმშილოს, სად უნდა წავიდეს კაცო აქ არის საჭირო თუ ნატო და ევრიკავშირი გვინდა დანაპირებტან ერტად არავინ არსად არ უნდა წავიდეს, ეგეთი ნაგიჟარი ჭირდებოდა ქვეყანას ბევრს რომ არ უყვარდეს მაინც იმ ჭაობს ასეთი გადარეულის მეტი ვერავინ დააშრობდა უბრალოდ ამ ყველაფერს გაგრზელება უნდა რაც ახლა უნდა მოხდეს და რასაც ველოდები მე პირადად, ხალხი არ უნდა მოდუნდეს ახლა ძილის დრო არაღარაა, და კიდევ ერთი არასოდეს არ უნდა მოვიდეს მარტო ერთი ზალა სატავეში ჯანსაღი კონკურენციით ხალხს მეტად მიეხედება
ჩემო ნუკრი მაგას ვიძახდით, მაინდამაინც ერთიდაიგივე რატო უნდა იყოს, დროა ცვლილებების, მრავალპარტიული ძლიერი პარლამენტის, მართლა განცდა უნდა იყოს პარლამენტარებში, რომ მომავალ არჩევნებში ვეღარ მოიპოვებენ ხალხის ნდობას-მანდატს თუ მათი დანაპირები არ შესრულდება! შემდეგში ახალი ინიციატივებით წარსდგებიან და ასე უნდა იცვალოს ხელისუფლებაც, რადგანაც საპარლამენტო წყობაზე გადავდივართ. ეხლა არც საპრეზიდენტო იყო და არც საპარლამენტოოო იძახდნენ, შერეული ტიპის მმართველობაზე უსვამდნენ ხაზს, მაგრამნ კარგად ვიცით რა საპრეზიდენტო მმართველობის ეპოქაში ვცხოვრობდით განსაკლუთრებით. შემდეგში კონსტიტუციას ირგებდა შევარნაძეც და საააკაშვილმა ხო საერთოდ, მაგრამ ჩაეშალა გეგმები, აწი მიშაზეა დამოკიდებული და მართლა დაუფასებს ქართველი ერი! მჯერა გონივრულად შეუდგება გარდამავალ პერიოდსაც და არსად წავა ისევ დარჩება აქტიურ პოლიტიკაში რათა რაიმე არ გამოგვეპაროს თუარა ჩვენ აწი არავის არაფერი უნდა ვაპატიოთ! ჩვენ უხდით ხელფასებს და ვქირაობთ გარკვეული ვადით რომ აგვაღორძინონ! რისთვისაც კაი ბლომად ვაძლებთ ხელფასებს! დროა იმუშაონ რასაც ქვია მუშაობა ჩვენს საკეთილდღეოდ!
მე ერთ აზრზე ვარ აწი საქართველოში არასოდეს არ უნდა იყოს ერტ პარტიული პარლამენტი არავიტარ შემთხვევაში ძალა ერთი პარტიის ხელში არ უნდა იყოს ამან გამოიღო ასეთი შედეგი, ახლა ძალიან მაგარი კონკურენცია წავა ახალი პროექტები რაც ხალხზე უნდა აისახოს და ერთმანეთის ჯიბრზე ხალხს მეტი გაუკეთონ ურო მეტიც რაც უფრო მეტი ჯანსაღი ოპოზიცია იქნება მით უკეტესი სამი პარტიაც არ იქნებოდა ურიგო, ხალხისთვის ეს უნდა იყოს უკეტესი მრავალ პარტიული პარლამენტი და კონკურენცია პიდაპირ აისახება ხალხზე და არჩევნებიც უფრო მეტად მიირებს საჭირო და აუცილებელ სახეს მერე არავინ დადგება ქუცაში, დრო აჩვენებს ყველაფერს, კიდევ ერთი ქართველმა კაცმა გონს უნდა მოეგოს და ძმა ზმას და მეზობელი მეზობელს არ უნდა ჭამდეს აგარავის საქმე არ უნდა იყოს ვინ ვის მისცა ხმა პარტია ბევრი მოვა და წავა და ჩვენ ვრჩებით არსად არ მივდივართ
მე არ ვიცი შენ თუ დაინტერესდი სიღრმისეულად, რატო სხვამ კითხვას ისეთს რომელსაც დიდი გონება არ ჭირდება ჩემო თორნიკე. კოალიცია იქმნება მაშინ როდესაც როგორც წესი სახელმწიფოში რამოდენიმე წელი არის ერთი გაბატონებული პარტია, რომელიც მუდამ დომინირებს, ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში ხშირად კორუპციის ბუდედ იქცევიან ხოლმე, რის საპირისპიროდ და მათ დასამარცხებლად ერთიანდებიან პარტიები. მემგონი აქ არის ნათქვამი ყველაფერი, რომ მიზანი იყოს ხელისუფლების შეცვლა. რათქმაუნდა ისმება კითხვა ეს დაპირებები რომელიც მათ პროშურებში და წინასაარჩევნო კამპანიის დროს რაც გააჟღერეს როგორ უნდა შესრულდეს და ვისი მეთვალყურეობის ქვეშ?! ამაზე ძალიან ნათელი პასუხი გაცა ამ კაცმა რომ როდესაც შესრულდება ყველა ის დაპოირება რაც ჩვენს პროგრამაშია, ამის შემდეგ აქტიური პოლიტიკიდან წავალ და ვიფრენ ენუქიჩთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებშიო..მეტი რა გითხრას აბა დასვი კიდე კითხვა
ჩემი სახელი თორნიკეა,მაგი უნდა ყველას რო მშვიდობა იყოს მარა რა ვერ გავიგე იცი პარლამენტში შესვლის მერე თუ იშლება კუალიცია და 2-3 ქვეში ბიძინა მიდის უცხოეთში მაშინ რა გამოდის გადააგდო ხალხი თუ როგორ იქნება თამაზ თამაზაშვილს უტოვებს საქართველოს.
ჩემო ბოიკა ჯობდა შენი სახელი გამეგო მარა ნიკი ასე გიწერია და ნიკით მოგმართავ სხვამაც რო გაიგოს ვის ვპასუხობ. ჯერ ძიძიგურს სამტრედიაში რა უნდა გაეკეთებინა ვინ იყო რო? მაგრამ მათმა ძალისხმევამ ბევრი უაზრო და მათი სასარგებლო კანონპროექტი დახია უკან და მნიშვნელოვანი ზეწოლა განახორციელა ხელისუფლებაზე. მერე კიდე როცა ამბობ ბიძინა არა მარა დანარჩენი ფულის საკეთებლად მოდიანო, სწორედ მაგაშია მთელი აზრი და მოგახსენებ: "ყველაფერი ზევიდან მოდის", ის რომ ეს პირტიტველა ბიჭები ქერის ორმოში აღმოჩნდნენ (კეზერაშვილები, ახალაიები და ა.შ. სააკაშვილის მეთაურობით) და ფულის კეთების სისტემა შექმნეს, ამაში მემგონი არაფერია სადაო! არის დირექტივა და სისტემა პირველიდან! ეხლა სულ სხვა რეალობაა, რაში ჭირდება ბიძინას მიუშვას და ათარეშოს ეს ხალხი თავის ჭკუაზე? რატო უნდა შეგვიქმნან ჩასაფრებულის პოზიცია და ბიზნესი არ გვაკეთებინონ ამათმა? და თვითონ ლობირება დაუწყონ ბიზნესს? დარწმუნებული ვარ მის ჭკუაზე რო მიუშვა კი იზამენ მარა ამას არც ოპოზიციონერი მიშა თავისი გუნდით არ დაუშვებს და მითუმეტეს არც ივანიშვილი! ეს რო გვწამს მთელ საქართველოს ამიტომ ვირბინეთ და მოვიგეთ! მე არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ არასდროს! მითუმეტეს მესამე არჩევნებს მოვესწარი, არც ვაპირებ არსად შევიდე და ვიმუშაო თუნდაც მამაჩემი იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ გუშინ 1 ოქტომბერს ჩემივე სახსრებით მივეხმარე რამოდენიმე უბანს და მივაცილე ბიულეტინები ოლქამდე რათა არ გაეყალბებინათ ჩვენი ხმები! უშიშროებამ პირი დაააღო რო არ ვჩანდი აქამდე და ბოლოს პენალი "რაფერ დაგვირტყი ენუქიჩ შე ძველოო":))) მთელი ქუთაისი შევაწრიალეთ აქ და ასე იყო დამიჯერეთ უმეტეს რეგიონში, ეხლაც ბერავენ და არიან ერთამბავში სამარცხვინო შედეგი რო არ ქონდეთ არადა ნაციონალურ მოძრაობას იმაზე ბევრად მცირე პროცენტული მაჩვენებელი აქვს ვიდრე აჩვენებენ.ვერავინ იტყოდა ფულის გამო არიან ეს ხალხი ოცნებაშიო როცა მე და ჩემნაირი უამრავი კაცი იყო თავისი სახსრებით მისული, ერთადერთი დროშა მოგვცა ლაშა86-მა:))) მალადეც ლაშას ირბინა ჩენი ხმების დასაცავად! ერთს დავამატებ ამ ვრცელ ფოსტს, რომ არავინ არ უნდა გავაფანატოთ! წინ უამრავი რაღაც არის საკეთებელი და გუნდი რომელიც ბიძინას მოყავს ჯერ დიდი გამოცდის წინაშე იმყოფება! არც მიშამ არ უნდა აპროვოციროს და შიგნიდან არ უნდა ეცადნონ ისევ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას! ამით ქვეყანას დააზიანებს, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და ყველაფერი თუ ორი ძალა მოინდომებს იდეალურად იქნება! დაანებონ ჩვენ ხარჯზე ჭამას თავი! ავშენდეთ ყველა ერთად ბოლოსდაბოლოს!!!
ენუქიჩი იცი რაა არი ბიძინას ფული არ უკვირს ამაში ორი აზრი არაა მარა ის ხალხი რომელიც მას ყავს შემოკრებილი ანუ მისი კვალიციის წევრები ფულის საკეთებლათ შედიან პოლიტიკაში თორე იმას ნურავინ დამაჯერებს რო აქუბარდია,ძიძიგური(სამტრედიაში არ გაუკეთებია არაფერი და რუსთავში გააკეთებს)ბერძენიშვილები,ხიდაშელი და აშშ რამის გამკეთებლები არიან და კიდევ რუსეთის მონობა არ გამოვა ხო იცი ქართველი კაცი ამაყია და სხვის მონობას ვერ აიყანს "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი"ეს გაიხსენეთ.
საქართველომ ეს სახადიც მოიხადა. იმედია აწი მაინც გვეშველება და ისეთი მთავრობა გვეყოლება ტრაფარეტულად რო აღარ გააკეთებს საქმეს და აღარც ფასადურად იაზროვნებს
ბოიკა მასე ვიცხოვრეთ ჩვენ რამდენი ხანი თუ გახსოვს? ერთი და იგივე რატო უნდა იყოს და რატოა ცუდი თუ ავხსნით ნათელი იქნება შენს მოსაზრებაზე პასუხი. დაააკვირდი მიშას მოსვლის დღიდან როგორ საქმეებს ჩარხავდნენ რადგანაც ფული უნდა ეშოვნათ! პატარკაციშვილი რამდენჯერ გადააგდეს, მერე უკონტროლო გახდა ადეიშვილი და კეზერაშვილი რადგანაც თავიანთი გაკეთებული ქონდათ როცა მოყავდათ იშა და ჟვანია. მათ უნდა ეშოვათ ფული, რაზეც მოარგეს კანონები, ამას მერე მოყვა ის არასწორი კურსი რასაც ქვია ბიუჯეტის შევსება დაჭერებით, ვინ დააჯინეს ციხეში ორ თვეზე მეტი ხნით? არავინ ყველა საპროცესოებით გამოგვიშვენ და ამით ბიუჯეტი შეავსეს, რადგანაც რეიტინგების მთავრობა სეკვესტრზე არ წავიდოდა. ამდენი მილიარდიდან რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყო გამოყოფილი, რომელიც ვალია ძმებო, დაიხარჯა მხოლოდ ორი მილიარდი! დანარჩენი 4 სად არის? ასე რომ ეს მთავრობა ფულის საკეთებლად იყო მოსული + რაც მის რეიტინგს და საგარეო ცნობადობას აწყობდა აკეთებს ეს გზებიდ აა.შ. ეხლა ბიძინას იმდენი მილიარდი აქვს რატო დაიწყებს ჯიბის სასამართლოს აწყობას ან დალესილ პროკურატურას რატოპ შემოგჰვისევს რო გაგვტყაონ? აგერ მეც და აგერ ეს საიტიც, ნახავთ თუ არ გვეშველოს, მიშაც არ მიდის არსად და ერთმანეთს გააკონტროლებენ, უოპოზიციო ქვეყანას ეშმაკები დაეპატრონენო ხომ გაგიგიათ ჩემგან! მიშაც ძალიან მაგარი ოპონირების პროცესებს წარუძღვება და ქვეყანას მემგონი უნდა ეშველოს!
აჰა ერთად დგომა და ქარტველი ხალხის ერტობამ მიაღწია გზას რომელსაც.........." გამარჯვება ქვია"..........გილოცავთ ქართველებო ბოლოს დაბოლოს სიმართლემ გაიმარჯვა...........!!!
როცა იძახდა ივანიშვილი მოვალ და ისე რა უნდა გამიხარდეს როცა პირველი მილიარდი შევაგროვეო, თურმე ვცდებოდიო მითხრა, ეხლაც დამირეკა და ენუქიჩ აბა შენ იცი აწი დაისვენე ნუღარაფერზე ნერვიულობ, ასრულდა ქართველი ხალხის ოცნებაო..მართლაც რაც მე მახსოვს ოცნებად იყო ნორმალური სამართლიანი არჩევნები, სულ აყალბებდნენ და იყო სასაცილო სიტუაცია სატირალი რომ არ ყოფილიყო!..ეხლაც მომწერა ბიძინამ ქრთული ოცნებაც ამიტომ დავარქვი პარტიასო! ის რაც შენ გინდა აწი ერთად ვაკეთოთო და ვნახოთ აწი დაველოდოთ მოვლენებს..
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!