აშშ–ში პირველი წყალქვეშა ელექტროსადგური ამოქმედდება
2012.09.14
აშშ–ში პირველი წყალქვეშა ელექტროსადგური ამოქმედდება
ნეტგაზეთი
ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ მალე მსოფლიოში პირველი ელექტროსადგური ამოქმედდება, რომელიც ოკეანის მიქცევა–მოქცევის შედეგად ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
PowerBuoy
პროექტი კომპანია Ocean Power Technologies–ის მიერაა შემუშავებული, დანადგარს PowerBuoy უწოდეს და ის ამჟამად საბოლოო შემოწმებას გადის.
კონსტრუქციის მთავარ ნაწილს, რომელიც ოკეანის ფსკერზე დაიდგმება, წარმოადგენს დგუში. ის ტალღების მეშვეობით იმოძრავებს და ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს.
დანადგარი უკვე დაამონტაჟეს წყნარ ოკეანეში, აშშ–ს საზღვრიდან 4 კილომეტრის მოშორებით ჩრდილოეთის მიმართულებით. ამ ადგილზე ხშირია ქარიანი ამინდი, რის გამოც დიდი ტალღები წარმოიქმნება.
პროექტის ავტორების განცხადებით, თუკი დანადგარი გაამართლებს ამგვარი ელექტროსადგურების მშენებლობის ბუმი დაიწყება, რადგან დანადგარი საკმაოდ მარტივია და შეუძლია ძალიან ძლიერ შტორმს გაუძლოს. სწორედ ამიტომ მისი საშუალებით ბევრად უფრო ადვილად იქნება შესაძლებელი ენერგიის მოპოვება, ვიდრე აქამდე არსებული სხვა სახის ელექტრო სადგურების მეშვეობით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!