საქართველოში ხვალ, 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 84 საარჩევნო ოლქი, 3 668 ჩვეულებრივი და 71 გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბანი იმოქმედებს. უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, ხმის მიცემა 08:00 საათზე დაიწყება, 20:00 საათზე კი კენჭისყრა დასრულდება და უბნები დაიხურება.