Cabela's Dangerous Hunts 2013 - თამაში ნადირობაზე, სადაც მოთამაშეს მოუწევს ჩვენი პლანეტის ისეთ საშიშ ცხოველებთან შეხვედრა, როგორებიცაა: დათვი, მარტორქა, მგელი, ნიანგი, სპილო და მრავალი სხვა. დასაწყისში თქვენ მოგიწევთ გაიაროთ სროლაში მოსამზადებელი კურსი. თამაშის სიუჟეტი საკმაოდ საინტერესოა, თქვენ აუცილებლად უნდა შეასრულოთ დავალებები, რათა გაგიხსნათ კონტინენტები თავის ცხოველებთან ერთად. მოთამაშეს არსენალში საკმაოდ დიდი რაოდენობით იარაღი გააჩნია, დაწყებული უბრალო დანიდან და დამთავრებული თანამედროვე სანადირო კარაბინით.
ფორუმში სურათის დამატების წესი შეიცვალა. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან რომ ფორუმში ზოგიერთი სურათი გაქრა. იმისათის რომ სხვა საიტზე არ ვიყოთ დამოკიდებული, ისევე როგორც ფოტოალბომი,ამიერიდან ფორუმის სურათებიც საიტის არქივში აიტვირთება, თან ბევრად მარტივი და მოსახერხებელია ასე დამატება.
შაბათს 21 ივლისს ქალაქ თბილისში ვიკრიბებით ბაზიერები (და არა მარტო ბაზიერები, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს) გლდანის თეთრი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრა გაიმართება დილის 8 საათზე. მსურველებს გთხოვთ თან გყავდეთ საკუთარი მტაცებელი ფრინველი. გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს,ვიდეოებს და წარმოვადგენთ ჩვენი ფრინველების შესაძლებლობებს... დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე 599-63-60-65 და ყველაფერს მე შეგატყობინებთ ..
ძალაში შევიდა შემდეგი ცვლილებები: გაუქმდა ჯგუფი ადმინისტრატორ-მოდერატორები. ეს ხალხი გადავიდა ჯგუფ მოდერატორებში, რომელიც უფლებრივად ძალიან გაძლიერდა. მოდერატორები უხელმძღვანელებენ კონკრეტულ, მათთვის უფლებამოსილემა მინიჭებულ ფორუმის კონკრეტულ განყოფილებებს. ეს წესრიგისთვის და ფორუმში ზედმეტი უმაქნისი მასალისგან განთავისუფლებისათვის ხდება. ასევე მათი უფლებამოსილება ვრცელდება მთელ საიტზე.
ადმინისტრაცია, საიტის განვითარება და ტექნიკური საკითხები 3. ტექნიკური საკითხები (Gia, krimanjuli) 4. ადმინისტრაციასთან დაკავშირება (2/204) (Gia, krimanjuli) ...
დაწვრილებით ინფორმაციას თქვენ ნახავთ ფორუმშიhttp://www.bazieri.ge/forum/52-612-1 ჩემო საყვარელო ბაზიერელებო გილოცავთ _ ჩვენი საიტის მონდომებით და წმინდა ეკლესიის ლოცვა-კურთხევით საქართველოში მცხოვრებ მონადირეებს და მეთევზეებს მფარველი ხატი ეყოლებათ; უდიდესი წმინდანების გამოსახულებით: დედა ხვთისმშობელი, მთავარანგელოზები, წმინდა ანდრია პირველწოდებული, წმინდა გიორგი, წმინდა მირიან მეფე, დიდმოწამე ევსტაფი პლაკიდა(იგივე ევსტაფი რომაელი 118 წ.), რომელიც გახლავთ ფართოდ აღიარებული წმინდანი ევროპელი მათლმადიდებელი მონადირეების. ხატზე ასევე კომპოზიციურად ასახული იქნება თევზაობის და ნადირობის სცენები. ღვთის ნებით და დედახვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით ძალიან ლამაზი და დიდებული ხატი შეიქმნება. სიხარულით მინდა გაუწყოთ ჩემო ძმებო, რომ ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება ჩვენი ერის და ქართული სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში
ვებგვერდებზე Forum.ge და Top.ge დღეს ვირუსი გავრცელდა, რომელიც მომხმარებლებს საფრთხეს უქმნის. ყველა საიტზე, სადაც top.ge-ს მთვლელია განთავსებული (counter.top.ge), გამაფრთხილებელი წითელი ეკრანი ჩნდება. როგორც საიტის ადმინისტრაციაში "ნეტგაზეთს” განუცხადეს, პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდება: „ორივე საიტი იყენებს ერთიან საბანერო ქსელს, რომლის მეშვეობით მოხდა ე. წ. ვირუსული კოდის გავრცელება. ამჟამად შეტყობინება ხელახალ შემოწმებაზე Google-ში გაგზავნილია და, ალბათ, რამდენიმე საათში პრობლემა მოიხსნება."
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!