| ჩემო საყვარელო ბაზიერელებო გილოცავთ _ ჩვენი საიტის მონდომებით და წმინდა ეკლესიის ლოცვა-კურთხევით საქართველოში მცხოვრებ მონადირეებს და მეთევზეებს მფარველი ხატი ეყოლებათ; უდიდესი წმინდანების გამოსახულებით: დედა ხვთისმშობელი, მთავარანგელოზები, წმინდა ანდრია პირველწოდებული, წმინდა გიორგი, წმინდა მირიან მეფე, დიდმოწამე ევსტაფი პლაკიდა(იგივე ევსტაფი რომაელი 118 წ.), რომელიც გახლავთ ფართოდ აღიარებული წმინდანი ევროპელი მათლმადიდებელი მონადირეების. ხატზე ასევე კომპოზიციურად ასახული იქნება თევზაობის და ნადირობის სცენები. ღვთის ნებით და დედახვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით ძალიან ლამაზი და დიდებული ხატი შეიქმნება. სიხარულით მინდა გაუწყოთ ჩემო ძმებო, რომ ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება ჩვენი ერის და ქართული სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. დარწმუნებული ვარ ყველა ბაზიერელი დადებითად შეაფასებს კეთილშობილ იდეას და ამ საშვილიშვილო საქმისთვის გაიღებს თავის მოკრძალებულ წვლილს. 26 მაისს გელათის მონასტერში ჩამობრძანდება ბაზიერელების წმინდა ხატი და მთავარი ტაძრის კედელზე სამუდამოდ დაიდებს ბინას. ყველა საიტელს, მობრძანებულს ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსაღნიშნავად 26 მაისს გელათის მონასტერში, დაურიგდებათ ამ ხატის მცირე ზომის ასლი, ჩარჩოში ჩასმული ნაკურთხი ხატი. პირველ რიგში დღეიდან საიტზე ვიწყებთ სიის შედგენას, ანუ ვინ არის მზად შემოწირულობის გაღებისთვის. ვფიქრობ საკმარისი დროა მეგობრებო 26 მაისამდე, ყველას რომ მიეცეს საშვალება ამ ისტორიულ და წმინდა საქმეში თავისი მონაწილეობა დააფიქსიროს... 281219400 ეს არის საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონის ანგარიში. თანხის დარიცხვის დროს აუცილებელი იქნება მიუთითოთ თქვენი სახელი გვარი და მიზეზი შემოწირულობის... დაწვრილებით ინფორმაციას თქვენ ნახავთ ფორუმში http://www.bazieri.ge/forum/52-612-1 |