[img][/img] . ჩემპიონატის ჩატარება სასტენდო სროლაში მაგას ნამდვილად არ ეწოდება რაც თითოეულმა მონაწილემ განვიცადეთ 25 ივნის სასროლეთიში. ეს იყო , დიდი სიყვარულის გაზიარების დღე, ეს იყო მადლმოსილი დღე, როგორ ჩვენი მამაო ''ნუგომონადირე'' აღნიშნავდა, ეს იყო მადლი გელათში დაძრული ყინულისა, ვიყავით ყველანი ამაღლებულ განწყობაზე, ვიყავით ყველანი გამარჯვებულები და სულ ესე ლამაზად და ბედნიერად გვევლოს გამარჯვების გზებზე ბაზიერელებოო.. მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს და იმასაც ვინც მონაწილეობა ვერ მიიღო გარკვეული მიზეზების გამო. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ესეთი ბაზიერელები 25 -ში ჩვენთან იყვნენ გონებით, სულით და გულით. ამინდი იყო ისეთივე კარგი როგორსაც ინატრებს მოსავლის აღებისას მეურნე კაცი. ჩვენც ხვავ-ბარაქიანად მოვიმკეთ ჩვენი წილი დამწიფებული სიყვარული, რომელიც თავის დროზე ალალად დავთესეთ. კიდევ ერთხელ გმადლობთ ბიჭებო ამ ლამაზი დღისთვის... დიდი მადლობა ბატონ შოთა თავაძეს უანგარო მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და ცოდნის გაზიარებისთვის, იმ ცოდნისა რომელიც ამ თავისი საქმის ბუმბერაზ ადამიანს არავინ უფასებს სათანადოდ და ესე დაუშურებლად უზიარებდა ყოველ ჩვენგანს. დიდ სპორცმენთან და პედაგოგთან ერთად, დიდი პიროვნებაცაა.. გაიხარეთ ბატონო შოთა დიდი მადლობა ჩვენს ბაზიერელ ''ტყუპა''-ს მსაჯობისთვის. დიდი მადლობა, რომ ამ მზიან ამინდში ესე ბოლომდე თვალისა და გონების მოუდუნებლად გვემსახურეთ... დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ რო ესეთი ლამაზი საჩვენებლი შეჯიბრი გვაჩვენეთ, დიდი მადლობა ფინალურ ეტაპზე გასულ ექვსეულს.. დაძბულობამ კი პიკს პირველი ადგილისთვის ''გადასროლებმა--დუელმა'' შოთკასა და სნაიპერს შორის პიკს მიაღწია. ფინალში აცილებული ყოველი გასრლისთვის მე გიხდით მადლობას რო ესე '' ამანერვიულეთ'' 1 ადგილი--------შოთიკო მარგალიტაძე..........შოტკა . 2 ადგილი--------მალხაზ დიდიძე..................სნაიპერ . 3 ადგილი--------ბექა ყურაშვილი..................ბერგ
წყარო:
|