Forum.ge და Top.ge ზე სახიფათო ვირუსი გავრცელდავებგვერდებზე Forum.ge და Top.ge დღეს ვირუსი გავრცელდა, რომელიც მომხმარებლებს საფრთხეს უქმნის. ყველა საიტზე, სადაც top.ge-ს მთვლელია განთავსებული (counter.top.ge), გამაფრთხილებელი წითელი ეკრანი ჩნდება. როგორც საიტის ადმინისტრაციაში "ნეტგაზეთს” განუცხადეს, პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდება: „ორივე საიტი იყენებს ერთიან საბანერო ქსელს, რომლის მეშვეობით მოხდა ე. წ. ვირუსული კოდის გავრცელება. ამჟამად შეტყობინება ხელახალ შემოწმებაზე Google-ში გაგზავნილია და, ალბათ, რამდენიმე საათში პრობლემა მოიხსნება."
წყარო: http://www.epn.ge/?p=20410
|