შარშან 26 მაისს საიტის გარკვეულმა მონადირეებმა მოვაერხეთ შეკრება და გვინდა რომ ეს შეკრება უკვე ტრადიციათ ვაქციოთ. ყველა გამოთქვამდა სურვილს 7 მაისისთვის მაგრამ ბევრმა შემოგვეხმიანა და მოუცლელობა დაასახელა. 26 მაისს კი ქუთაისში ნინოშვილის ბაღში ტარდება თითქმის ყოველწელიწადს მონადირე ძაღლების გამოფენა და ამისდამიუხედავად თითქმის მონადირეთა უმრავლესობა იცლის და მოდის ამ შეკრებაზე, თან დღესასწაულია თან დასვენების დღეა თან მოვილაპარაკეთ რომ საიტის სახელით შევიძინოთ მონადირის მფარველი ხატი და ვაკურთხოთ ჩვენი საიტი და ხატი, ეს ხატი მამაოს ძალისხმევით გელათის მონასტერში ერთ-ერთ ადგილას დასვენდება და ყველას შეეძლება ნებისმიერ დროს მოილოცოს .. საღამოს კი ვგეგმავთ შეხვედრა დავაგვირგვინოთ ბანკეტით.. გაწი გარმონი, დაკა დოლი........... ყველას გთხოვთ ეს საკითხი დავაკომენტაროთ და სერიოზულად მოვეკიდოთ ამ თემას.. სტუმრები ღვთისაა.....
ბიჭებო! მინდა მონაწილეობა მივიღო,ყველა საკითხში. მეც ქუთაისელი ვარ და ეგებ სასარგებლო შევძლო რამე. ქუთაისში მცხოვრებნო, გთხოვთ მომცეთ დაკავშირების საშუალება: ტელეფონით ან, აქვე მომწერეთ სად გნახოთ /წინასწარ მოსამზადებელი საკითხებისათვის/. DatuNiko
ხათის თემა საკმაოდ საინტერესოა და მიკვირს აქამდე რატომ არ შეიქმნა. 26 მაისაბდე დიდი დროა და არ ვიცი რა მოხდება ვიქნები თუ არა შეკრებაზე. მაგრამ, ხატს რაც შეეხება შემოწირულობას მეც გავიღებ და ფიზიკურად თუ არა სულიერად და მორალურად თქვეს გვერდიტ ვიქნები
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!