რატომ დავიწყე? _ 30-40 წლის ასაკში ამას ბევრი ეკითხება საკუთარ თავს. პირველმა რომანტიკამ გაიარა და ადამიანი ჩინებულად ხვდება, რამხელა დარტყმას აყენებს სიგარეტი მის ჯანმრთელობასა და ჯიბეს, არადა თამბაქომ ისე მყარად მოიკიდა ფეხი მის ცხოვრებაში, ისე მჭიდროდ მოუჭირა მონობის ბორკილი, რომ საკუთარ თავთან ბრძოლის დაწყებაც კი ეზარება.