Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოსურათის მიხედვით შესაძლებელია ქუჩაში ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიცირება და მის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც გამოქვეყნებულია ინტერნეტში. ეს დაამტკიცეს გამოკვლევის, "Facebook-ის სახეები: პირადი ცხოვრება დამატებითი რეალობის ეპოქაში” (Faces of Facebook: Privacy in the Age of Augmented Reality) ავტორებმა.
Facebook-ის სოციალურ ქსელს უკვე ჰქონდა ტექნოლოგიური პრობლემა ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნების ამოცნობასთან დაკავშირებით. ეს ტექნოლოგია მეგობართა ალბომებში დამატებულ მომხმარებელთა ავტომატური აღნიშნვნის შესაძლებლობას იძლევა, აცხადებს ტექნობლოგი Mashable. მიმდინარე წლის ივნისში უდიდესმა სოციალურმა ქსელმა დაიწყო ახალი ფუნქციის დანერგვა, რომლის სახელწოდებაა Tag Suggestions და მის ირგვლივ უკვე დაიწყო ცხარე დებატები. ზოგიერთი მომხმარებელი და ადამიანის უფლებათა დამცველი ამ ტექნოლოგიის გამოყენებას ადამიანის პირად სივრცეში შეჭრად აფასებს და მიიჩნევს რომ ის პირადი ცხოვრების ხელუხლებლობის უფლებას არღვევს.
უწინ, კადრში მოხვედრილი ნებისმიერი ადამიანის შემთხვევითი "დაფიქსირების” შესაძლებლობამ იმდენად ააღელვა საზოგადოება, რომ მოცემული საკითხით თვით ევროკომისია დაინტერესდა. ახლა კი უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ: ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც კი პროფილი გააჩნია Facebook-ში, ფაქტიურად იმყოფება მონაცემთა ბაზაში, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს.
სოცქსელის მომხმარებელი შეიძლება პირდაპირ ქუჩაშიც იყოს იდენტიფიცირებული – საკმარისია გადავუღოთ მას სურათი თუნდაც მობილურით და ვისარგებლოთ პიროვნების ამოცნობის სპეციალური პროგრამით. ამის შესახებ ილაპარაკეს მობილური ტელეფონებისთვის "დამატებითი რეალობის” შემქმნელებმა კარნეგი-მელონის უნივერსიტეტიდან კონფერენციაზე, რომელიც ლას ვეგასში გაიმართა და კომპიუტერულ უსაფრთხოებას (Black Hat) მიეძღვნა.
მკვლევარებმა ალესანდრო აკვისტიმ (Alessandro Acquisti), რალფ გროსმა (Ralph Gross) და ფრედ სტუცმანმა (Fred Stutzman) შექმნეს Facebook-ში გაწევრიანებულ სტუდენტთა 25 ათასი ფოტობაზა, შემდეგ კი ნებისმიერ მსურველს შესთავაზეს "შეეხედათ” ვებ კამერისთვის, რომელიც უნივერსიტეტის ერთ ერთ კამპუსში იყო დამონტაჟებული. შედეგად, ამოცნობილ იქნა სტუდენტთა 31%. თითო ფოტოსურათის ანალიზს პროგრამა 3 წამს ანდომებდა.
შემდეგ ჩაატარეს კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რომლის დროსაც Facebook-იდან აღებული 278 ათასი ფოტოსურათი შეადარეს ანონიმურ მომხმარებელთა 6 ათას სურათს ურთიერთ გაცნობის საიტებიდან. შედეგად, ამოცნობილ იქნა ყოველი მეათე მომხმარებელი.
გამოკვლევის ავტორთა აზრით, ზუსტად რამდენიმე წლის შემდეგ ვიზუალური ძიების პროგრამები იმდენად პოპულარული გახდება, როგორც დღევანდელი ტექსტუალური საძიებო სისტემები.
მკვლევარები სვამენ მნიშვნელოვან კითხვებს ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ, წერს Mashable. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რათა ინტერნეტში დამალოთ თქვენი ნამდვილი სახელი. მაგრამ საკუთარი სახის დამალვა უფრო ძნელი იქნება.
წარმოიდგინეთ: ვიღაცას შეუძლია გამოიყენოს უბრალო კომბინაცია პროგრამული უზრუნველყოფიდან ან აპარატული საშუალებებიდან, რომელიც ადამიანის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, როდესაც ის უბრალოდ ქუჩაში მიდის ან მაღაზიის ვიტრინაში იხედება. სოცქსელებში ყველასთვის მისაწვდომი მონაცემები, იაფფასიანი ღრუბლოვანი გამოთვლები (cloud computing), მონაცემთა ანალიზის სისტემები და ადამიანის სახის ამომცნობი პროგრამები გვაახლოვებენ ეპოქას, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაუშვას პროგრამა და კერძო ინფორმაციის რომელიმე ნაწილის დახმარებით (მაგ.:ფოტოსურათის მეშვებით) – მიიღოს ყოველი სახის დამატებითი ცნობა დაინტერესებულ პიროვნებასთან დაკავშირებით, – გვაფრთხილებენ მკვლევარები.
ეს არის "საშინელი საფრთხე პირადი ცხოვრებისთვის”, განაცხადა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სახელმწიფო პოლიტიკის დარგის პროფესორმა ალესანდრო აკვისტიმ. იმ ტექნოლოგიების ფართო გამოყენება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ფოტოსურათის მიხედვით ვიპოვოთ რეალური სახელები და ინფორმაცია მათ შესახებ უზარმაზარ სოციალურ ბაზებში, პრაქტიკულად გააუქმებს თვით ანონიმურობის ცნებასაც კი. მეორეს მხრივ, მსგავსი ტექნოლოგიები ძალზედ დაეხმარება სამართალდამცავ ორგანოებს დამნაშავეთა ამოცნობისა და დაკავების თვალსაზრისით. სხვათა შორის, კარნეგი-მელოუნის უნივერსიტეტის გამოკვლევები ნაწილობრივ აშშ-ს არმიის მიერ არის დაფინანსებული, – აღნიშნავს რესურსი Cnet.
საინტერესოა, რომ სულაც არ არის სავალდებულო მომხმარებელზე მონაცემთა მოპოვების წყარო იყოს Facebook-ი, – ზუსტად ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სოცქსელი, იქნება ეს LinkedIn, Google+ თუ "Одноклассники”. მკვლევარები Facebook-ზე იმიტომ შეჩერდნენ, რომ სადღეისოდ ეს არის ყველაზე დიდი სოცქსელი მთელს მსოფლიოში.
ჯერ ჯერობით ტექნოლოგია არასრულყოფილია, აღიარებენ გამოკვლევის ავტორები. პროგრამამ ადამიანი რომ ამოიცნოს, მას უნდა გადაუღონ წინა მხრიდან, ანუ პირისახე, და არა რომელიმე კუთხით. მაგრამ, ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ძალიან მალე, "იმას, რასაც დღეს მობილური მოწყობილობები სჭირდება, ხვალ განხორციელდება სრულიად უხმაუროდ. წარმოიდგინეთ, უცხო პირი მხოლოდ შემოგხედავთ და ეს საკმარისი იქნება, რათა მარტივად შესძლოს წაიკითხოს თქვენი უკანასკნელი შეტყობინება Twitter -ში”, – გვაფრთხილებს აკვისტი.
წყარო: apocalypse.ge