სამხრეთ აფრიკაში შეკრებილი 194 ქვეყნის დელეგატი ერთხმად შეთანხმდა საკითზე, რომ სასწრაფოდ იქნეს მიღებული ზომები კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად.
ახალი შეთანხმებით, ხუთი წლის განმავლობაში ინდსუტრიულმა ქვეყნებმა მკაცრად უნდა დაიცვან 1997წელს გაფორმებული ხელშეეკრულების პირობები, რომელსაც ვადა 2012 წელს გასდის. ამ ხელშეკრულების ერთერთი მთავარი პირობაა ქვეყნებმა მუდმივად ითანამშრომლონ ერთამნეთთან სათბური გაზების შემცირების საკითხებთან დაკავშირებით.
სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიტე ნიკოანა მაშაბანემ, რომელიც ასევე კონფერენციის თავმჯდომარეც იყო, მზარდი ეკონომიკის ქვეყნების: ჩინეთისა და ინდოეთის დელეგატებს ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით, შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„ვიცით, რომ მიღწეული შეთანხმება სრულყოფილი არ არის, მაგრამ სრულყოფილებაზე ფიქრმა შეიძლება დრო დაგვაკარგინოს და მთავარი პრობლემა გადაუჭრელი დატოვოს"
კონფერენციის ერთერთი მთავარი მიღწევა იყო ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმებაც, რომელიც მომავალი სათბური გაზების შემცირების მოლაპარაკებების პროცესში ევროქვეყნების ჩართულობასაც ითვალსიწინებს:
ევროკავშირის კლიმატის საკითხების კომისარის კონი ჰედეგაარდის განცხადებით, მსოფლიო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას და კაცობრიობის მომავალზე მთელი პლანეტის სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ.
დურბანში მიმიდნარე კლიმატური ცვლილებების კონფერენციის დელეგატებმა ეს გადაწყვეტილება ორკვირიანი შეხვედრების შემდეგ მიიღეს. მონაწილეებმა ასევე გადაწყვიტეს შეიქმნას ფონდი, რომელშიც შემოწირულობების სახით შესული თანხები მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს სამომავლოდ გლობალურ დათბობასთან გამკლავებაში დაეხმარება.