ზოგჯერ ყოველ ჩვენთაგანს გვიჩნდება სურვილი მივატოვოთ ყველაფერი და სადმე უკაცრიელ კუნძულზე გავეშუროთ. მაგრამ რა ვქნათ, თუკი ეს იდეა არამარტო ჩვენ, არამედ რამოდენიმე ათას ადამიანს ერთად გაუჩნდა? მაშინ ეს უკაცრიელი კუნძულია კიარა, არამედ მჭიდროდ დასახლებული და ასევე ისტორიული ქალაქი-კუნძული იქნება, რომელიც ევროპაში არცთუ ისე ცოტაა. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს…
1. Lindau – მდებარეობს ავსტრია-შვეიცცარია-გერმანიის საზღვარზე. ხმელეთს უერთდება ხიდის საშუალებით. მოსახლეობა 3 000 კაცი. კუნძული მდიდარია შუასაუკუნეების არქიტექტურული ძეგლებით, ასევე უამრავი ღირსესანიშნავი ადგილებით. ქალაქის სიმბოლოა ლომი, რომელიც მის შესასვლელში დგას, მეორე მხარეს კი მაღალი შუქურაა აღმართული, რომელიც მე-13 საუკუნისაა.
2. Isola dei Pescatori — მეთევზეების კუნძული, მდებარეობს იტალიაში. აქ სულ რაღაც 50 ადამიანი ცოცხლობს და ერთი ქუჩაა მხოლოდ. მთავარი საქმიანობა ადგილობრივი მოსახლეობისა რათქმა უნდა თევზაობაა, რაც ძალიან მოსწონთ ტურისტებს. აქაური სამზარეული გამორჩეულია. კუნძულის სიგანე 100 მეტრია, სიგრძე – 375 მეტრი. ხშირია შეყვარებულების სტუმრობა, რადგანაც უამრავი რომანტიკული ადგილია და რაც მთავარია სიჩუმეა ირგვლივ.
3. Trogir – ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახულ შუასაუკუნეების ქალაქად არამარტო ხორვატიის, არამედ მთლიად ევროპის. მთავარ ღირშესანიშნაობად ითვლება წმინდა ლავრენტის გალავანი. ასევე მდიდარია რომანული და გოთიკური არქიტექტურით. დღეისათვის ქალაქის ცენტრალური ნაწილი, თავისი უამრავი ტაძრებით, კოშკებითა და სასახლეებით შესულია იუნესკოს დაცვის ქვეშ. მოსახლეობა დაკავებულია იახტებისა და გემების მშენებლობით, თევზაობითა და მევენახეობით. ტურისტები წლის ყველა დროს უხვადაა.
4. Nesebar – ბულგარეთის ეს ქალაქი უკვე 3 000 წლისაა. ის ნამდვილი მარგალიტია შავი ზღვისა. სიგრძე – 850 მეტრი, სიგანე – 300 მეტრი. ვიწრო კაშხალი, რომლის სიგრძეც 400 მეტრია აერთიანებს ერთმანეთთან კუნძულსა და ხმელეთს. როგორც ადგილობრივები ამბობენ აქ ეკლესიები უფრო მეტია ვიდრე ადამიანი. არქიტექტურული ძეგლების უმრავლესობა იუნესკოს მფარველობის ქვეშაა. მოსახლეობა 10 000 ადამიანი.
5. Venice – ვენეცია ყველაზე ცნობილი ქალაქი-კუნძულია მსოფლიოში. სინამდვილეში კი იტალიის ეს ქალაქი 117 კუნძულზეა განლაგებული, რომლებსაც 455 ხიდი აერთიანებს. ქალაქში 1 500 არხია მარტო. დღეისათვის ეს უმშვენიერსი ქალაქი ნელნელა იძირება ადრიატიკის ზღვაში და თუკი მისი შეჩერება ვერ მოახერხეს, უკვე 2028 წლისთვის საერთოდ აღარ იარსებებს. სან-მარკოს მოეანი ზღვის მიმოქცევისას და ასევე შემოდგომა-ზამთარში მთლიანად იფარება წყლით. მის ტურისტულ მნიშვნელობაზე ბევრის დაწერა არ ღირს, რადგანაც ქალაქის თითოეული კუთხე და თითოეული შენობა უნიკალურია.