ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » მარტი » 23 » რა დაუჯდებათ ცხოველის ყოლა თბილისელებს და რა წერია კანონში, რომელიც დედაქალაქს ფეკალიებისგან "გაწმენდს"    

18:56:30
რა დაუჯდებათ ცხოველის ყოლა თბილისელებს და რა წერია კანონში, რომელიც დედაქალაქს ფეკალიებისგან "გაწმენდს"
თბილისი – ქალაქი, სადაც ძაღლები უყვართ, ყოველ დილით ასეირნებენ, სალონში დაჰყავთ, აბანავებენ, ასუფთავებენ, თუმცა ცხოველების ფეკალიებისგან გამოწვეულ ქალაქის დაბინძურებას ყურადღებას არ აქცევენ და არც კი აინტერესებთ. როგორ შეიძლება თბილისელმა სხვების დასახანად საკუთარი ძაღლის ფეკალია აიღოს და ურნაში გადააგდოს. მართალია ისე, რამდენი საფრთხე გემუქრება ამით – შეიძლება, ხელი დაგესვაროს, სხვამ დაგინახოს, ცუდი სუნი იგრძნო... ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა არაფრად უნდა ჩააგდო ის, რომ სხვამ ძაღლის ფეკალიებში ფეხი არ ჩადგას... არა მგონია, ცოტა იყოს მკითხველს შორის, ვისაც ერთხელ მაინც არ აქვს ფეხი ჩადგმული ამ მასაში. ამ პოსტით ძაღლებს კი არა, ადამიანებს ვერჩი. ძაღლებმა რა ქნან, ბუნებრივი მოვლენაა…


ჩემს მიერ დასახელებული პრობლემა ერთ-ერთია, რომელიც ევროპას ძალიან გვაშორებს. გაკვირვებული დავრჩი ამ საკითხის მიმართ ევროპელების მიდგომით. ქუჩებში გამოყოფილია სპეციალური ურნები, რომელიც სწორედ ძაღლის ფეკალიებისთვის არის განკუთვნილი. თან ასეთი ურნა ძალიან ბევრია. ასევე, ყველა ძაღლით მოსეირნეს აქვს რამდენიმე ცალი ხელთათმანი და როდესაც ძაღლი მოისაქმებს, არცერთ მათგანს, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა თუ სტატუსისა, არ ეთაკილება, რომ ამ ხელთათმანის საშუალებით დაასუფთაოს მისი ძაღლის "მიქარული".

როგორც ჩვენთან საუბარში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ფხალაძემ განაცხადა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით, მეპატრონე ვალდებულია დაასუფთავოს მისი ცხოველის მიერ დაბინძურებული სივრცე, დარღვევის შემთხვევაში კი განსაზღვრულია ჯარიმა მოქალაქეთათვის შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირებზე კი შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. ფხალაძის ინფორმაციით, 103-ე მუხლი არეგულირებს ძაღლებისა და კატების ყოლის წესს და მისი დარღვევის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საპატრულო პოლიცია. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც რეაგირება მოხდა საპატრულო პოლიციის მხრიდან, თუმცა უფრო ეფექტური რეაგირებისთვის მიმდინარეობს მუშაობა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების უფლება ცხოველთა მონიტორინგის ცენტრსაც მიენიჭოს. მისივე თქმით, სააგენტოს აქვს იმის რესურსი, რომ გააკონტროლოს ქალაქში არსებული ვითარება.

გარდა ამისა, თბილისის საკრებულოში წარდგენილია ინიციატივია, რომელიც გულისხმობს ქალაქ თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის დღემდე მოქმედი წესის გაფართოებას და დახვეწას.

ინიციატივის დამტკიცების შემდეგ სავალდებულო გახდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. თეიმურაზ ფხალაძის განმარტებით, რეგისტრაცია უფასოდ იქნება შესაძლებელი ცხოველთა მონიტორინგის ცენტრში, ხოლო სპეციალურ კლუბები და ვეტ-კლინიკები ფასს თავად განსაზღვრავენ.

"ჩვენ ვეხმარებით მეპატრონეს, რომ არ დაეკარგოს ცხოველი. იმ შემთხვევაში თუ არაკეთილსინდისიერი მეპატრონე გამოაგდებს ცხოველს, უნდა ვიცოდეთ, თუ სად ცხოვრობდა ეს ცხოველი, ვინ იყო მისი პატრონი, რომ მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება ცხოველის მოვლა-პატრონობის წესის დარღვევისადმი. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირია ცხოველების მიტოვების ფაქტები, შემდეგ კი ვერ ხდება პატრონის მოძიება. ასევე შეუძლებელია ცხოველთა იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებაროს ყველა ცხოველი, რომელსაც ყავს პატრონი. პატრონი ვალდებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებში დაარეგისტრიროს ცხოველები, რომელთაც უნდა ჰქონდეთ რეგისტრაციის მომენტში საიდენტიფიკაციო საშუალება, მიკროჩიპი ან ყურზე შესაბამისი ე.წ. ბირკა ან ტატუირება, რაც პატრონის ასარჩევია", - განაცხადა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ მიკროჩიპის, ე.წ. ბირკას ან ტატუირების გაკეთებაში პატრონს გარკვეული, თუმცა ძალიან მცირე თანხის გადახდა მოუწევს. მისი თქმით, ეს თანხა ძალიან მცირეა. მისივე თქმით, თუ არ მოხდა რეგისტრაცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალისწინებულია ასევე 103-ე მუხლი, სადაც წერია, რომ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული წესით.

წესი არეგულირებს გასეირნებასაც. ფხალაძის ინფორმაციით, ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, პარკები) 09:00 საათიდან 21:00 საათამდე ნებადართულია მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. თუ ძაღლს ექნება მოკლე საბმელი, ალიკაპი აუცილებელი არ არის. საღამოს 9 საათიდან დილის 9 საათამდე ნაკლებია აქტივობა ბავშვების და აქედან გამომდინარე ალიკაპით საბმელის გარეშე შესაძლებელია ძაღლის გაყვანა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანის წესი კი ასეთია, რომ ძაღლს უნდა ეკეთოს ალიკაპი. მონიტორინგის ცენტრში განმარტავენ, რომ ტრანსპორტში სიმჭიდროვეა და დაცული უნდა იყოს მგზავრების უსაფრთხოება. ასევე შესაძლებელია ძაღლი ჩასმული იყოს შესაბამის გადასაყვან კონტეინერში, რა შემთხვევაშიც ალიკაპი საჭირო არ იქნება.

ასევე, რეგულაციების მიხედვით, ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეშე დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, თუ მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული, თუ სიკვდილის პირას არის და ვეტერინარული დახმარება არაეფექტურია.

რაც შეეხება უპატრონო ძაღლებს, ფხალაძის თქმით, გაზაფხულზე დაიწყება მათი დათვლა.

"ლაბორატორიული კვლევების შემდეგ თუ დადგინდა, რომ ცხოველი ჯანმრთელია და აგრესიული არ არის, ამ შემთხვევაში უკეთდება სტერილიზაცია ან კასტრაცია, ყურზე უკეთდება ბირკა, რომელიც დანომრილია და ცოფზე ვაქცინაცია. ეს ცხოველი გაჩუქდება, ან გავუშვებთ კონკრეტულ პირთან ან ჯგუფთან ან მიზანშეწონილობის მიხედვით გავუშვებთ ბუნებრივ არეალში, რომ ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი განხორციელდეს", - აღნიშნა ფხალაძემ.

წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2061 | დაამატა: Falconry | ტეგები: რომელიც, წერია, და, ყოლა, რა, კანონში, თბილისელებს, ცხოველის, დაუჯდებათ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 jena   (09.04.2015 09:03:23) [მასალა]
კარგია მარა რეგიონებსიც რო იყოს უკეთესია

0  
2 akson777   (24.03.2015 21:52:20) [მასალა]
აქ რაც წერია ნორმალურია, ოღონდ იმას არ ვეთანხმები რომ ყველა ძაღლს ტრანსპორტით გადაადგილებისას ალიკაპი უნდა ეკეთოს. ალიკაპი უნდა ეკეთოთ მხოლოდ აგრესიულ და საშიშს ძაღებს და არა ყველას. კიდევ გააჩნია რა ფასს დაადებენ შინაური ცხოველის ყოლას. ისეთი ფასი უნდა იყოს რომ ყველას ქონდეს გადახდის საშუალება, რაღაც არანორმალური ფასი არ უნდა დაედოს.

0   Spam
1 solomon   (24.03.2015 19:30:29) [მასალა]
მემგონი არასწორი და მიუღებელი აქ არაფერი წერია, პირიქით..

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика