ამა წლის 19 ოქტომბერს შაბათს, შედგა გარემოსა და ნადირობის მდგრადი განვითარების საზოგადოების რიგგარეშე, საგანგებო, საბჭოს სხდომა.
რომელზეც საბჭოს მიერ განხილული იქნა რიგი საჭირბოროტო საკითხები.
1. სანადირო სავარგულების პრობლემები, რომლებიც ძირითადად ეხება ეროვნული პარკების ზრდას. კერძოდ კოლხეთის ეროვნული პარკის მიერ გურია სამეგრელოს ტერიტორიაზე, ტრადიციული სანადირო სავარგულების შემცირება. ასევე ჯავახეთის ტერიტორიაზე შემცირებული სანადირო სავარგულები.
2. ჰესების ქაოტური მშენებლობები, მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
3. მტაცებელი ცხოველების პოპულაციის კონტროლის ეფექტური მეთოდების შემუშვება.
4. წყალმცურავებზე ნადირობის სეზონის დახურვის თარიღის გადაწევა.