,ილია’’ სხვებზე დიდი მონადირეც იყო , როცა იმ ბუნების მშვენიერ არსებას არ ესროლა და უცქირა მანამ სანამ თვალს არ მოეფარა ‘’
სოციალური ქსელი – და მისი სახე , დღეს არის ადამინებს შორის კომუნიკაციის ის საშუალება , რომელმაც ჩაანცვლა უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია ორ ინდივიდს შორის , შეიძლება დამეთანხმოთ შეიძლება არა , მაგრამ მე ასე მეფიქრება და როგორც ჩემი მეგობარი იტყვის ხოლემე: სხვაგვარად არ მძალმიძს. კონკრეტულად ავიღოთ ჩვენს ქვეყანაში ზეაქტუალური სოცილური ქსელი ,,ფაცებუქი’’ – რა არის და რა ხდება აქ ან რა შესაძლებლობები აქვს ზემოთხსენებულს ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ დროს არ დავკარგაავ და პირდაპირ იმ მიზეზს გავიხსენებ, რამაც მაიძულა , ხელი მკრა და უფრსკულში გადამგდო , რომ ამ ორი სიტყვისთვის მეცადა თავი მომება და ჩემი ერთგვარი პროტესტი გამომეხატა , იმ მცდარი შეხედულებების და მსოფლმხედველობის, თუ გინდ დამკვიდრებული აზრისა , რასაც ამ ლურჯს ქსელში წააწყდებით და საკმაოდ ხშირადაც კი . კონკრეტულად კი მინდა შევეხო თემას სახელად : ,,მონადირე’’ ბრაკონიერი ‘’ – ,,თოფიანი კაცი’’ .
,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო’’ – ,მემგონი სწორად მახსოვს ეს ბრძნული ჭკვინი კაცის მიერ წარმოთქმილი სიტყვები , რომელსაც ათ ქულას ვუწერ .
ერთხელ , არცთუ ისე შორეულ წარსულში ერთმა გოგონამ ჩემს კომენტარზე, რომელიც ერთ-ერთ აქტუალურ თემას ეხებოდა , მითხრ ასეთი რამ : ,, რომ : შენნაირი მონადირეები და საერთოდ მონადირეები , არიან ბუნების პირველი მტრებიო და თქვენ არ გიყვართ ის იმდენად და იმის ნახევრადაც კი რამდენადაც მეო ‘’ ასე და ასეო კიდევ (ჩემთვის ) ბევრი რამ იბოდიალა და ბოლოს წერტილი დასვა . მაშინ იმ ,,გოგონას’’ მე თავაზიანად და გასაგებად ვუპასუხე , რომ ძალიან ცდებოდა , თუმცა თავის შეკავება ძალიან კი გამიჭირდა .
ახლა კი მე მინდა ჩემებური ხედვა გავშალო და მაგლითით დავადასტურო, რომ ,,მონადირე ‘’ ბრაკონიერი და – ,,თოფიანი კაცი’’ – ეს არის სამი სხვადასხვა და შეიძლება ითქვას დაპირისპირებული ცნებებიც კი .
მე მონადირე ვარ , აგერ უკვე 11 წელია რაც ამ ,,დიადი’’ საქმიანობით ვარ დაკავებული . ამიტომ კითხვაზე პასუხი რა არის მონადირე ? ჩემი პასუხი ასეთია :-
მრავალი სახის დაღლა არსებობს, მაგრამ როცა ნადირობით, ნადირობაში იღლები დათუნდაც ვერაფეი ვერ მოინადირო, სახლისკენ მიანც , ბედნიერი და ამაყი მიაბიჯებ … არ შეიძლება შენ მონადირე გერქვას და შენი საფიქრალი ის იყოს , რა მოკლა? რმადენი მოკლა? და რაც შეიძლება დიდი მოკლა , მონადირისთვის კვლა , როგორც ასეთი ამომავალი წერტილი არ არის. ის იმითაც კმაყოფილდება , რასაც ბუნებაში სიარული ქვია , რასაც ნადირობისთვის მზადება ქვია, ჩაცმულობა , იარაღი , ჰილზები , თვითონ ეს პროცესია მისთვის ამაღელვებელი და როცა მას შემდეგ ბუნებაში გადის , ყოველ ხეს, ფოთოლს , მომღიმარი აკვირდება . ხის ბუჩქის მდინარის შრიალის ხმას გაფაციცებით უსმენს და ღრმად სუნთქავს , რომ რაც შეიძლება მეტ ხანს შეიგრძნოს ეს ,,მისთვის’’ იდილია , რა თქმა უნდა მონადირეც კლავს თუმცა არა იმისთვის , რომ ხორცი დარჩეს, არა იმისთვის , რომ ამით მერე იამაყოს და იტრაბახოს , თან რასაც კლავს , ყველაფერს ზომიერად და გააზრებულად . ისეც ხდება , რომ მონადირეებიც ,,სცოდავენ’’ და ხშირად იმას კლავენ, რაც არ უნდა მოიკლას, იმაზე ერთით ან ორით მეტს კლავენ , რაც ნორმებითაა დადგენილი, თუმცა შეუცდომელი და უცოდველი არავინაა , მთავრია ეს გაიაზრო , შეგაწუხოს და შემდგომისთვის გაითვალისწინო, რომ მსგავსს მოერიდო .
,,ბრაკონიერი’’ ? – ჩაცმულობით , ადამიანები გვანან ერთმაენთს, ისევე როგორ ბრაკონიერები და მონადირეები, ბრაკონიერს შიეძლება კიდევ უფრო დახვეწილად და უფრო ,, ზმანზე ‘’ ეცვას , მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადმაინები შინაგანი განწყობით და მდგომარებით განსვავდებიან ერთმანეთისგან და ასევე მონადირე- ბრაკონიერის შემთხვევაში, თითქოს ერთი და იგივე გუნდის მაისური ეცვათ, თუმცა საპირისპირო მიზნეიბით იყვნენ დამუხტულნი . – ბრაკონიერისთვის ბუნება , ცხოველები და ფრინველები , ეს ყველაფერი ერთ დიდ დოვლათთან ასოცირდება , რომლსაც მათი საშუალებით მოიპოვებს და რაც მეტს მოკლავს და რაც მეტს გაანდაგურებს მით მეტად ძლიერი ხდება , ისევე , როგორც ტრანსილვანიელი ვამპირების შემთხვევაში იყო , ფანტასტიკურ ფილმებში რომ ვუყურებთ ხოლმე . ბრაკომნიერითვის არსებობს ერთი კანონი ,, თავისი’. ’ როცა ამ ორ მცნებას ერთმანეთს ვადრებ, ისევ ორ ადამინს ვიღებ სადარად , ორივე ერთმენეთს გავს გარეგნულად , ორივე სცოდავს , ერთი ცოტას და ამას ყოველთვის ხდება და ინანიებს , მეორე კი ბევრს სცოდავს , ხან ხვდება ხან ვერა ,მაგრამ მონანიებაზე ერთი წამითაც არ ფიქრობს, პირიქით უმატებს და უმატებს ცოდვებს ერთმენეთს .. ეს რა თმქა უნდა ჩემებური შედარება .. .
ხო და კიდევ , კინაღამ დამავიწყდა , თოფიანი კაცი , ეს მართლაც იმ მნიშვნელობის სუბიქეტია, რომ არც გამიკვირდებოდა რომ დამვიწყოდა . ეს არის სრუალიად გაუთვიცნობიერებული პერსონა , რომელიც გარეგნულად ასევე ,, ბოევიკია’’ თუმც აზრობრივად მან არ იცის , თუ რას აკეთებს? რა აუნდა? საერთოდ რატომ არის იქ იმ დროს სადაც არის ?- ასეთი ადამინი არც ბრაკონიერი და მონადირე თავისთავად ვერ იქნება , უბრლაოდ ის მოქმედებს იმ მიმართულებით საითქკენაც ქარი დაჰკრავს , ასე ვთქვათ ის არის , ინდივიდი , რომელიც ააზრებს რა , რომ მამაკაცია და რომ ნადირობა მამაკაცის ოდინდელი პროფესიაა, რასთანაც ხშირი კონტაქტი მას უფრო მეტად ,,მამაკაცურს’’ ხდის .
რა თქმნა უნდა თავის მსოფლმხეველობაში და საკითხისამდმი დამოკიდებულებაში ყოველი ჩვენგანი განვსხვავდებით , თუმცა ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ის პასუხი , რომ ,, მონადირეს არ უყვარს ბუნება ‘’ და რომ ბუნების პირველი მტერი სწორედ ისაა ‘’ როგორც ერთ დროს მომახსენა ,, კორპუსიდან გაუსვლელმა , ჩიფსებზე გაზრდილმა, საჭმლის გაკეთება , ან რომ არ იცის და ან რომ ეზარება და ტელფონით , რომ შეუკვეთავს ხოლმე ტაქსივით – ,, გოგონამ’’ რომელმაც მე ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მასზე, არამარტო მხოლოდ ამ მოსაზრებით არმედ სხვა ბევრი ქარაფშუტობით და მისი პროფილის სურათით . განსხვავებულ აზრს რა თქმა უნდა პატივს ვცემ , თუმცა მიღებით მივიღებ მაშინ , როცა ის აზრი ჩემს აზრზე არგუმენტირებული და რიალური იქნება ‘’
,,ილია’’ სხვებზე დიდი მონადირეც იყო , როცა იმ ბუნების მშვენიერ არსებას არ ესროლა და უცქირა მანამ სანამ თვალს არ მოეფარა ‘’