1960 წლის 19 აგვისტოს საბჭოთ მეცნიერებმა ორბიტაზე ორი ძაღლი, სახელად ბელკა და სტრელკა გაგზავნეს. მათ კოსმოსში 25 საათი გაატარეს თაგვებისა და ბუზების კომპანიაში და წარმატებით დაბრუნდნენ უკან, დედამიწაზე კატაპულტის კონტეინერით.
ასეთი ექსპერიმენტისთვის გამორჩეულად მეტისებს არჩევდნენ - მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ბევრად ჯანმრთელებად ითვლებოდნენ. არჩევდნენ პატარა ზომის, მოკლებეწვიან ახალგაზრდა ძაღლებს.
ძაღლებს დიდი ხნის მანძილზე წვრთნიდნენ ლაბორატორიაში. მათ დღეების განმავლობაში კეტავდნენ ვიწრო გალიებში, რათა ისინი შეზღუდულ გარემოს შეჩვეოდნენ. ამაგრებდნენ ქამრებითა და ატრიალებდნენ, ცდიდნენ ხმაურით, მუდმივ სამედიცინო მანიპულაციებს უტარებდნენ. ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც შლანგის მეშვეობით გაკეთებას აიძულებდნენ.
“ძაღლების კოსმონავტიკის” 15 წლის ისტორიის განმავლობაში უწონადობაში 4 ათეული ძაღლი იმყოფებოდა. მათგან 18 დაიღუპა.
კოსმიურ რბოლაში ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ძაღლი, სახელად ლაიკა - პირველი ძაღლი, რომელმაც ცოცხალმა მიაღწია კოსმოსს, მაგრამ იქიდან ვერ დაბრუნდა.
1957 წლის 3 ნოემბერს, კოსმოსური სადგური ბაიკანურიდან სტარტი აიღო რაკეტამ, დედამიწის მეორე ხელოვნური თანამგზავრით, რომლის ბორტზეც ორი წლის მეტისი ლაიკა იმყოფებოდა. როდესაც თანამგზავრი ორბიტაზე გავიდა, რადიოსიგნალებმა, რაც დედამიწაზე ტელემეტრიული აპარატურით იქნა გაგზავნილი, მეცნიერებს შეატყობინა, რომ პირველი ძაღლი კოსმოსში ცოცხალი გავიდა.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები რამოდენიმე დღის განმავლობაში მკითხაობდნენ, დაბრუნდებოდა ლაიკა დედამიწაზე ცოცხალი, თუ ვერ დაბრუნდებოდა. თუმცა, დეტალების მცოდნეებმა იცოდნენ, რომ ლაიკა მხოლოდ ერთ მხარეს უნდა გაფრენილიყო.
მრავალი წლის მანძილზე მუსირებდა აზრი, რომ ლაიკამ ორბიტაზე რამოდენიმე დღე გაატარა, საჭმლის და ჟანგბადის მარაგი კაბინაში გათვლილი იყო ერთ კვირაზე, შემდეგ კი ის ან მოწამლეს, ან დააძინეს. მხოლოდ 45 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ლაიკა სტარტიდამ სულ რამოდენიმე საათში დაიღუპა გადახურებითა და სტრესით.
რაც შეეხება ბელკასა და სტრელკას, რომლებიც ლაიკას მერე 3 წელიწადში გაფრინდნენ ორბიტაზე, საერთაშორისო მასშტაბით გაითქვეს სახელი. სტრელკას ერთ-ერთი ლეკვი თეთრ სახლშიც კი დასახლდა. ხრუშჩოვმა იგი ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედის, ჟაკლინ კენედის აჩუქა.
ფოტოზე აკადემიკოსი ოლეგ გლაზენკო და სტრელკა (მარცხნივ) და ბელკაა პრესკონფერენციაზე.
სწორედ ძაღლებმა გაუკვალეს საბჭოთა კოსმონავტებს გზა კოსმოსისკენ. სწორედ მათი მეშვეობით არკვევდნენ გაუძლებდა თუ არა ადამიანი აფრენისას უდიდეს დატვირთვებს, შეძლებდა თუ არა უწონადობის პირობებში ცხოვრებასა და როგორ იმოქმედებდა მის ორგანიზმზე კოსმიური რადიაცია.
შემდგომ, იური გაგარინს აწერდნენ ასეთ ხუმრობას: “აქამდე ვერ გავარკვიე, ვინ ვარ: “პირველი ადამინი” თუ “ბოლო ძაღლი”.
წყარო: http://zooclub.ge
|