ჩინეთის პროვინცია შენსიში მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ტურისტული გასართობია.
მთა Huashan-ზე 700 წლის წინ აშენებული ვიწრო ბილიკი, რომელიც ფიცრებისგან და კლდეზე დამაგრებული ჯაჭვებისგან შედგება, ექსტრემალებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება.
კლდე ძალიან სახიფათოა - ერთი არასწორი მოძრაობა და ხრამში გადაიჩეხები. ყველაზე გაბედულები მთას ნისლიან ამინდში სტუმრობენ - ხეობაში ჩამოწოლილ ნისლში საერთოდ არაფერი ჩანს. ყოველი შემთხვევისთვის, ტურისტები უსაფრთხოების ღვედებს იკეთებენ. ყველა მათგანი გაფრთხილებულია, რომ გადაადგილებისას დაბლა არ ჩაიხედონ, რათა გონება არ დაკარგონ.