1. რესტორანი ხეზე «Yellow Treehouse» – მდებარეობს ვარკვოტასთან ახლოს, ჩრდილოეთ ოკლენდი (Auckland). რესტორანი, რომელიც მოთავსებულია ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზე, მუშაობა დაიწყო 2008 წელს. ხეზე – სიმაღლეზე არის მხოლოდ დარბაზი მაგიდებით, ხოლო სამზარეულოსი და ბუნებრივი „მოთხოვნების" დასაკმაყოფილებლად , მოგიწევთ დაბლა, მიწაზე ჩასვლა.
2. შვედეთში- სასტუმრო ხეზე „Treehote" წარმოადგენს მსუბუქი ალუმინის კოსტრუქციის სისტემას, რომელიც დამაგრებულია ხის გარშემო. სხვადასხვა ფორმის 5 უნიკალური ნომერი აღჭურვილია ელექტროენერგიით, გათბობით, სააბაზანო ოთახებით და ტერასით. ნებისმიერი ნომრის ფანჯრებიდან შესაძლებელია ისიამოვნოთ მდინარე Lule-ის ბრწყინვალე ხედით.
3. სახლი რეკლამისათვის. ის აშენებულია ერთ-ერთი საუკეთესო იაპონელი არქიტექტორის – Takashi Kobayashi მიერ. ეს იყო კომპანია Nestle-ს შეკვეთა. მას შემდეგ, სახლი ამშვენებს კუნძულ ჰოკაიდოს (Hokkaido).
4. „თავისუფალი სულისკვეთების სფეროები" (Free Spirit Spheres) შესრულებულია ხელნაკეთი ხისაგან, რომელიც დაფარულია ტყავით. ყველა კონსტრუქცია დაფარულია ეპოქსიდური ნაერთით- ფისით, რომელიც ასეთ სახლებს ხდის უფრო ბრწყინვალეს და ბზინვარეს…
სფეროები აღჭურვილია ელექტროენერგიით, ტელეფონებით და ხმის სისტემით. დიდი „ბურთები" სამი საწოლით, წყლის ბაკანით, მიკროტალღური ღუმელით და მაცივრით ღირს დაახლოებით $150 ათასი ამერიკული დოლარი.
5. „სახლი-ფარანი" –( House-lantern). ის დააპროექტა და დაამზადა ლუკაშ კოზომ (Lukas Koz) 2003 წელს , რომელიც მაშინ ტორონტოს (Toronto) უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. სახლი ეფუძნება ოთხ ხეს და შებინდებისას ძალიან ჰგავს უზარმაზარ იაპონურ ფარანს.
6. „ქოხი ქათმის ფეხებზე". 44- წლის ისტორიკოსს Terunobu Fujimor-ს შესთავაზეს ისტორიის მუზეუმის დაქროექტება ერთ-ერთ სოფელში, ნაგანოსთან (Nagano) ახლოს. მას შემდეგ, როცა პროექტი დასრულდა, ისტორიკოსმა -Terunobu Fujimor-მა უარი თქვა თავის პროფესიაზე და გადამზადდა არქიტექტურაში.
7. ყველაზე დიდი სახლი ხეებზე. ამ შენობის ფართობი, რომელიც მდებარეობს ედიბურგიდან 95 მილში (1 მილი=1.609 კმ), შეადგენს 6 000 კვ. ფუტს (1 ფუტი= 30,48 სანტიმეტრი) . მის მშენებლობაზე დაიხარჯა $7 მილიონი ამერიკული დოლარი. სახლის შიგნით განთავსებულია 120 -ადგილიანი რესტორანი.
8. ექსტრემალური სახლი ხეზე ინდონეზიაში, რომელზეც დაიხარჯა 7 მილიონი დოლარი.
9. რესტორანი „Naha Harbor Diner".
ეს რესტორანი, რომელიც მდებარეობს იაპონიაში, აგებულია ძალიან ძველ და დიდ ბანიანის (banyan)ხეზე.
10. სახლი-თავშესაფარი. „Korowai" ტომის ბევრი წარმომადგენელი ახალ გვინეაში აგებენ თავიანთ სახლებს ხეებზე. ამ გზით ისინი ემალებიან მეზობელი ტომის მონადირეებს.
11. ამ უჩვეულო „ჩიტების სახლი"-ის (birdhouse) ფართობი, რომელიც მდებარეობს
Vasteras-ის პარკში (შვედეთი)- შეადგენს 12,5 კვ.მ. სახლს, რომელიც მოთავსებულია ზღვის დონიდან 13 მეტრ სიმაღლეზე, აქვს ორი აივანი, სამზარეულო, საწოლი, მინი-ბიბლიოთეკა, ტუალეტი და ვერანდა ჰამაკით.
სახლში ასასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ კიბეებით, ხოლო მძიმე ტვირთის ასაწევად დამონტაჟებულია სპეციალური ბლოკის სისტემა.
… და კიდევ რამდენიმე უცნაური და უჩვეულო სახლი – ხეებზე. დაათვალიერეთ :