მთავარი » 2018»თებერვალი»26 » რატომ არ უნდა ჩააგდოთ მომაკვდავი აკვარიუმის ოქროს თევზი საკანალიზაციო მილში?
13:53:16
რატომ არ უნდა ჩააგდოთ მომაკვდავი აკვარიუმის ოქროს თევზი საკანალიზაციო მილში?
რატომ არ უნდა ჩააგდოთ მომაკვდავი აკვარიუმის ოქროს თევზი საკანალიზაციო მილში
ქალაქ ალბერტას (დასავლეთ კანადა) მცხოვრებლებმა ადგილობრივი მთავრობისგან მიიღეს შოკისმომგვრელი ინფრომაცია. თავდაპირველად, ადამიანების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა.
კერძოდ, მთავრობის წარმომადგენლები ალბერტას მცხოვრებლებს თხოვნით მიმართავენ, არ გადააგდონ ოქროს თევზი უნიტაზში.
ლეტბრიჯის პროვინციაში, ფორტ მაკმურაიში იპოვეს დიდი ზომის ოქროს თევზები.
"ძალიან უცნაურია, როგორ გაიზარდა აკვარიუმის ოქროს თევზი ასეთი ზომის."- ამბობს კეით ვილსონი, თევზების სახეობათა ინსტიტუტის კოორდინატორი.
როგორც ჩანს, მათ შეძლეს შტორმულ წყლებში ადაპტირება და მეტიც, მათი ზომები საოცარია.
იმ დროს, როცა ადამიანები ოქროს თევზს მიიჩნევენ უწყინარარსებად, ბუნებრივ გარემოში, ლაბორატორიულად შემოწმებულ ამ სახეობებს, უვითარდებათ ისეთი გადამდები დაავადებები, როგორიცაა პარაზიტები და სხვა სახის ბაქტერიები.
მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოქროს თევზი რთულ პირობებშიც კი რეპროდუქციულია და ის ზრდას არ წყვეტს დიდ სივრცეში, წყლის ტემპერატურისა და საკვების რესურსის მიხედვით.
ეს არა მხოლოდ კანადელების პრობლემაა, ოქროს თევზი ბინადრობს კოლორადოს ტბებშიც, რომლის საკვებად გამოყენებაც ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!