როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხვალ 27 თებერვალს, ლანხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნის გამო, საკითხის განსახილველად მოწვეულია; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და კოლხეთის ეროვნული პარკის ხელმძღვანელობა, რათა განიხილონ და საქართველოს პარლამენტის წინაშე დააყენონ საკითხი: კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შემავალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტერიტორიის გამოყოფისთვის და ამ ტერიტორიაზე მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის სტატუსით დაცულ ტერიტორიად ჩამოყალიბების შესახებ.
როგორც მოსახლეობა აცხადებს ისინი წინააღმდეგნი არ არიან სიახლეების და ზოგადად ნოვაციების, მაგრამ მიაჩნიათ რომ ლანჩხუთლების დღევანდელი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული პარკის მკაცრ რეგულაციებს, რის გამოც ისინი გამოთქვამენ უკმაყოფილებას და მოითხოვენ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ოც წლიანი ბრძოლა და წერტილი დაესვას ამ საკითხს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.P.S. იმის დამატება შეიძლება მხოლოდ, რომ ეს არამარტო ლანჩხუთლების პრობლემაა, არამედ ყველა იმ მონადირის, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ნადირობით ტკბობა ამ ულამაზეს ადგილებში და მომავალშიც აპირებს ინადიროს, რათქმა უნდა კანონის ფარგლებში.
ქალაქ ალბერტას (დასავლეთ კანადა) მცხოვრებლებმა ადგილობრივი მთავრობისგან მიიღეს შოკისმომგვრელი ინფრომაცია. თავდაპირველად, ადამიანების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა.
კერძოდ, მთავრობის წარმომადგენლები ალბერტას მცხოვრებლებს თხოვნით მიმართავენ, არ გადააგდონ ოქროს თევზი უნიტაზში.
ლეტბრიჯის პროვინციაში, ფორტ მაკმურაიში იპოვეს დიდი ზომის ოქროს თევზები.
ძაღლის თავდასხმისგან არავინაა დაზღვეული. ხშირ შემთხვევაში კომპანიონი ცხოველი ადამიანს თავს ესხმის იმ დროს, როცა ტერიტორიას იცავს. თუ ხროვიდან ერთი მათგანი თავს გესხმით, მას სხვებიც უერთდებიან.
როგორ დავიცვათ თავი, თუ ძაღლი ჩვენს მიმართ აგრესიას გამოხატავს? ექსპერტები რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებენ. თუ ძაღლი გიყეფთ და კბილებს კრიჭავს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
წალენჯიხის რაიონში, მდინარე ჭანისყალზე თევზაობისას 19 წლის ბიჭი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!