მოგეხსნებათ მონადირეთა საზოგადოების და მონადირეთა კლუბების (მათ შორის კლუბი "ბაზიერის") ურთიერთშეთანხმებით შეიქმნა ე.წ "მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი" პროფკავშირის სახით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან თუ სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობის მიზნით , რომლის უშუალო მიზანია "ნადირობის შესახებ" ახალი კანონპრპოექტის შეჩერება . ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროა ჩვენი აქტიურობა , მხედველობაში მაქვს ხელმოწერების შეგროვება რისი გაკეთების გზებსაც აღნიშნულ სტატიაში მოგახსენებთ.
. დღეს 5 მარტს თბილისში,ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართა მონადირეთა მორიგი შეკრება სადაც საინიციატივო ჯგუფმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო ახალი კანონპროექტის შესაჩერებლად მომზადებული წერილი, რა თქმა უნდა იყო სრული ერთობა და ერთი აზრი მონადირეებს შორის არსებული პრობლემის გარშემო, ასევე კლუბების წარმომადგენლებმა(ლეგიონი, ოჩოპინტრე, მონადირე, ბაზიერი) ღიად და საჯაროდ გამოხატეს გვერდში დგომა ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურეს "მონადირეთა საინიციატივო ჯგუფის"მხარდაჭერა, ადგილზევე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომელიც არსებულ წერილს დაერთვება თან და შემდეგ გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებს... ჭირსა შიგან გამაგრება- ეხლა გვმართებს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!