ზღვის კუები წყალქვეშ ერთს რoმ ჩაისუნთქავენ,საათზე მეტ ხანს ძლებენ შემდეგ უჰაეროდ.
ისინი ღია ზღვებში ჯგუფ-ჯგუფად დაცურავენ და წელიწადში 1000მილზე მეტის გადალახვაც შეუძლიათ. უმეტესად კუები წყლის ზედაპირზე ტივტივებენ მძინარენი,ესაა მათი საყვარელი მდგომარეობა. J
ზღვის კუს საკბილო მრავალფეროვანია, თუმცა ხშირად მარტოოდენ თევზს გეახლებათ. ხან მიირთმევს წყალმცენარეებს, კიბორჩხალას, მოლუსკს, ხამანწკას, ღრუბელას, კრევეტებს და მედუზებსაც კი.
ამ გოლიათებზე მწირი ცნობებია, რამდენადაც მათ იშვიათად ნახულობენ და ისიც ზოოპარკებში ან დიდ აკვარიუმებში ოკეანის მახლობლად.
რაც შეეხება მათ გამრავლებას: დედალი კუ ოც წუთში დებს 100-150 კვერცხს წინასწარ ამოთხრილ ორმოში, შემდეგ ქვიშით ავსებს და ტოვებს. 60 დღეში იჩეკებიან პატარები, ჩიჩქნიან ქვიშას და ამოდიან ზედაპირზე, სადაც დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. შესაძლოა ამიტომაც ბევრი მათგანი იღუპება, რის ფონზეც კარგია რომ დედალი ამდენ კვერცხს დებს. თუმცა ამ არსებათა რაოდენობა, სამწუხაროდ, მაინც კლებულობს.