შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, eAuction-ზე განთავსებული განცხადების მეშვეობით,
საქართველოში, კერძოდ ბათუმში დაბადებულ ხუთ ზღვის ლომს ყიდის. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შემადგენლობაში ბათუმის დელფინარიუმიც შედის. აუქციონზე ზღვის ლომების საწყისი ფასი 100 ათასი ევროა. თითოეულ ზღვის ლომს თავისი სახელი და წარმოშობის სერტიფიკატი აქვს - სოსო, ჯონი და პელე ორი წლის არიან, გიგი - სამის, გუდუ კი - ოთხის.
დრონები არათუ აღარავის უკვირს, ახალ ზელანდიაში პიცის ადგილზე მიტანაც კი ამ მოწყობილობის საშუალებით ხდება. იმავეს აკეთებს ამაზონიც, თქვენ მიერ ნაყიდ პროდუქტს სახლში დრონით, Air Prime სერვისით მოგართმევთ - ცხადია, საქართველოში არა. თუმცა რამდენადაც ჩვენ, ადამიანები, აღფრთოვანებულები ვართ დრონებით, იმდენად გაბრაზებულნი და ფრუსტრირებულნი არიან ფრინველები, რომელთა სამფლობელოშიც კიდევ ერთხელ შევიჭერით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!