ამ აფრიკული ცხოველისთვის რქების სიდიდეს ნამდვილად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არაპროპორციულად დიდი რქები, რომელიც შესაძლოა, 90-100 კგ-ს აღწევდეს, ეხმარება სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში. სწორედ მისი დახმარებით ადაპტირდება იგი აფრიკული სავანას ტერიტორიებზე, სადაც ტემპერატურამ შესაძლოა, +50 გრადუსს მიაღწიოს.
ამ შემთხვევაში რქები ასრულებს გაგრილების ფუნქციას: მისი ძვლის შემადგენლობაში შედის კაპილარები, რომელიც სისხლის ცირკულირებას ახდენს. ამგვარად ის ამცირებს მთლიანი სხეულის ტემპერატურას. რაც უფრო დიდია რქა, მით უფრო სწრაფად გრილდება სხეული.
ზრდასრული ვატუსის რქების სიგრძე შესაძლოა, 2.4 მეტრამდეც აღწევდეს. რქები მას იცავს მტაცებლისგანაც, რომელსაც მას თავისი გარეგნობით აშინებს.
დაუცველი მხოლოდ ახალშობილი ვიტუსია, რომელსაც რქები არ აქვს, მაგრამ ზრდასრულ ვატუსებს პატარების დაცვის უნარი აქვთ: ღამე ხროვა წრეზე იძინებს. ისინი აკეთებენ ბეჭდის მსგავს დაცვით ბარიერებს. მათ რქები გარეთ აქვთ მიმართული, სწორედ ამ წრის შიგნით იძნებენ ხბოები.
კლასი-ძუძუმწოვარი;
ოჯახი-ღრურქიანები;
წონა-410-დან 730-მდე;
სიცოცხლის ხანგრძლივობა-20 წელი;
ბინადრობის არეალი-აღმოსავლეთ აფრიკა.