გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის ლელიანის კატით ვაჭრობასთან დაკავშირებულ საქმის მასალებს განსახილველად სასამართლოს გადაუგზავნის.
საუბარია, ვებ გვერდ www.mymarket.ge -ზე მოქალაქის მიერ ლელიანის კატის გაყიდვის თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რაზეც დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 85/3 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.