გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს ნავიდან ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველი ქესალოს მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქე ზ.ქ- ს მოპოვებული ჰქონდა 7 კგ. ხრამულის სახეობის თევზი.
მოქალაქეს ჩამოერთვა კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
წყარო: http://facebook
|