დღეს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა მინიფეხბურთში ოჩოპინტრესა და ბაზიერელებს შორის, შეხვედრის მიზანი იყო ერთმანეთის უკეთ გაცნობა და მეგობრობის გაღრმავება, ეს ინიციატივა ჩვენს თანასაიტელს shako77-ს ეკუთვნის , რისთვისაც დიდი მადლობა მას, მადლობა კლუბ ოჩოპინტრეს თამაშისთვის, თანადგომისთვის, მეგობრობისთვის. იმედი მაქვს ესეთი მეგობრული შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და მომავალში უფრო გაძლიერდება და განვითარდება. . . . . . . . . საღამოს 6 საათზე საბურთალოზე 161 მეერთე სკოლის სტადიონზე ბაზიერელები ვეთამაშებით ჩვენს მეგობარ ოჩოპინტრელებს.
ძალიან გამეხარდა ეს ამბავი ბაზიერელებო, როგორც ძველ ფეხბურთელს და სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარს. დაგლოცოთ ღმერთმა თქვენც და ჩვენი ოჩოპინტრელი ძმები...
ზოგადად, რათქმაუნდა მეგობრობამ გაიმარჯვა! ისე, კი 2 ტაიმი, 20 წუთიანები დამთავრდა, ანგარიშით 3-3. შემდეგ დაინიშნა ”დამატებითი დრო” 2-ტაიმით ოღონდ 10-10 წუთიანები და ეს დრო დამთავრდა 3-0 ბაზიერელთა სასარგებლოდ.
Gia გაიხარე საფეხბურთო სულისკვეთების ამაღლებისთვის. აშკარად ეტყობოდათ ჩვენს ბიჭებს შემართება რაც შენი დამსახურებაა. მართლაც კარგი და თბილი შეხვედრა შედგა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა ორგანიზატორებს და მოთამაშეებს, გაიხარეთ ოჩოპინტრელებო, გაიხარეთ ბაზიერელებო
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!